ერთად დავიცვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები!

სამწუხარო ფაქტია, რომ სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ცხოვრებაში არსებული ყოველდღიური პრობლემები, მათ იძულებულს ხდის შეცვალონ მნიშვნელოვანი გეგმები და უარი თქვან ამა თუ იმ სასურველ ქმედებაზე. აქედან გამომდინარე, მოკლებულნი არიან განვითარებისა და თვითრეალიზების საშუალებას. ამ  პრობლემის მიმეზად გვევლინება ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჭიანურდება ევროპასა და აშშ-ში აპრობირებული და წარმატებული „სოციალური მოდელის“ დანერგვა. სოციალური მოდელი, მნიშვნელოვნად მიჯნავს დიაგნოზს ინვალიდობისგან და აქცენტს გარემოსა და საზოგადოებრივი აზრის შეცვლაზე აკეთებს. ბევრ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს არ მიუწვდება ხელი სოციალურ დახმარებასა და მომსახურებებზე.  ამის გამო, მშობლები იძულებულები ხდებიან, საკუთარი შვილების უკეთესი მომავლის ძიებაში თავშესაფრის მოთხოვნით მიმართონ ევროპის სხვადასხვა ქვეყანას. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველო შეყვანილია უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში. მივმართავთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს! უმორჩილესად გთხოვთ, დროულად მოხდეს ჩვენს ქვეყანაშიც ისეთი  სოციალური მოდელის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსთან ერთად, საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთათვის უფლებების დამცველისა და მათზე მზრუნველის სახელის მინიჭებას.     

 მიიღეთ მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაში!  გაეცანით,ხელი მოაწერეთ  და გაუზიარეთ პეტიცია თქვენს მეგობრებს !      


ა(ა)იპ. მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდი    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.