არა ჰესს ბახმაროს სარეკრიაციო ტერიტორიაზე!!! დავიცვათ ბახმარო!!!

ადრესატი: საქართველოს მთავრობა , საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტრო გურიაში, კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე, მდინარეებზე ბახვისწყალსა და მის შენაკად ბაისურაზე დაგეგმილია ჰიდროელექტროსადგურეს მშენებლობა. სამშენებლო ტერტორია მთლიანად მოქცეულია უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში. ჰესის მშენებლობა კურორტის ტერიტორიაზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მდინარის ხეობას, არამედ კურორტ ბახმაროსა და რეგიონის მდგრად განვითარებას. პროცესი მიმდინარეობს მოსახლეობის და საზოგადოების სათანადო ინფორმირების ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე, რაც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაა სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა არ შემდგარა ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით,. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ხოლო ონლაინ განხილვა ვერ ქმნის სათანადო პირობებს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისთვის. მოქალაქეების დიდი ნაწილი არ იყო ინფორმირებული განხილვის შესახებ. ინფორმირებისთვის გამოყენებული მეთოდი როგორიცაა საკრებულოს შენობაში საინფორმაციო ფურცლის განთავსება ვერ ჩაითვლება საკმარის ზომებად, მითუმეტეს კი პანდემიის პირობებში, როდესაც მოქალაქეთა მობილობა და გადაადგილება შეზღუდულია და აღნიშნულ ლოკაციებზე ადამიანების მინიმალური რაოდენობა მოძრაობს. პროექტის სკოპინგის ანგარიში არის ზედაპირული. არ არის საფუძვლიანად შეფასებული ის რისკები და გავლენა ბუნებაზე, რაც მოჰყვება ჰესის მშენებლობას. 2020 წლის 29 იანვარს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ონლაინ ფორმატში გამართა სკოპინგის ანგარიშის განხილვა, სადაც პროექტის ავტორებმა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა მოსახლეობის ვერც ერთ მტკივნეულ შეკითხვას ვერ უპასუხეს. პროექტის ეკონომიკური საჭიროება დაუსაბუთებელია: არ არის წარმოდგენილი პროექტის ეკონომიკური და ენერგეტიკული სარგებლიანობის საკითხი. არ არის გაკეთებული დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი (Cost-Benefit Analysis) ეკონომიურ ჭრილში რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილი უნდა იყოს. კომპანიის წარმომადგენელი არ ასახელებს ტარიფს, რომლითაც მოხდება გამომუშავებული ელექტროენერგიის შესყიდვა სახელმწიფოს მიერ, აღნიშნული ჰესის აშენებით გურიის რეგიონს არც ელექტროენერგიის ტარიფი შეუმცირდება, არც ელექტროენერგიის მიწოდება გაუუმჯობესდება, ხოლო ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაცია მნიშვნელოვან ზიანს შეუქმნის კურორტ ბახმაროში ტურიზმის განვითარებას. სკოპინგის ანგარიშის მიხედვით ჰესი ითვალისწინებს ორ შეგუბებას მდინარეებზე ბახვისწყალსა და ბაისურაზე ორი შეგუბების მოწყობას, რამდენადაც ამ მდინარეებს არ აქვთ ჰესის მთელი წლის განმავლობაში ექსპლუატაციისთვის საკმარისი წყალი. შეგუბებების მოწყობა წყლის ზედაპირის სარკე გაზრდის ტენიანობას ბახმაროში, შეცვლის მიკროკლიმატს, რაც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ბახმაროს სამკურნალო ჰავასა და ზამთრის სამთო-სათხილამური კურორტის პექსპექტივებზე, რისი პერსპექტივაც არაერთი კვლევის მიხედვით ბახმაროს გააჩნია.ბახვი1 ჰესის მშენებლობა შედის მხოლოდ კერძო ინვესტორთა ინტერეებში, რომელთათვისაც ჰესი წარმოადგენს გარანტირებული მოგების წყაროს  საზოგადოებრივი ინტერესების ხარჯზე, ხოლო ბუნების, ადგიობრივი მოსახლეობისა და ეკონომიკის სხვა დარგებისთვის ამ ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამანგრეველი შედეგები აქვს   ოვითხოვთ: 1. შეწყდეს მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლოის განხილვა. 2. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად მიიღოთ ბახვი1 ჰესის მშენებლობის განხორციელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება 3. დაუყოვნებლივ შეიქმნას გურიის დაცული ტერიტორია  გურიის რეგიონის მთიან ზოლში, სადაც აკრძალული იქნება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მოგიწოდებთ სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულ იქნეს კურორტ ბახმაროსა და გურიის რეგიონის საჯარო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, რაც შეგვინარჩუნებს ბუნებრივ გარემოს და მოგვცემს შესაძლობლობას შეწყდეს მიგრაცია რეგიონიდან, დასაქმდნენ ადამიანები და დაბრუნდნენ ისედაც ხალხისგან დაცლილ გურიის მთიან სოფლებში.

147048085_235076594942378_4858480593595771858_n.jpg


ირმა გორდელაძე. გარესმოსდაცვითი ორგანზაცია ''ეკო"    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

By signing, I authorize ირმა გორდელაძე. გარესმოსდაცვითი ორგანზაცია ''ეკო" to hand over the information I provide on this form to those who have power on this issue.


ან

თქვენ მიიღებთ ელექტრონულ წერილს ბმულით თქვენი ხელმოწერის დასადასტურებლად. To ensure you receive our emails, please add info@petitions.net to your address book or safe senders list.

Please note that you cannot confirm your signature by replying to this message.