საქართველოს თვითგამორკვეული მოქალაქის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აქტი
ეთნიკური ჯგუფის (რომელიც თავს განსაკუთრებულ, გამორჩეულ ერთობად აღიქვამს) უფლება ან მისწრაფება, თვითონ მართოს საკუთარი თავი და განსაზღვროს იმ ტერიტორიის პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსი, რომელიც უკავია. პოლიტიკური მნიშვნელობით იგი გამოხატავს პროცესსაც და იდეასაც ეროვნული თვითგამორკვევა მჭიდროდ უკავშირდება სხვადასხვა მიმდინარეობებს და შეიძლება განვიხილოთ, როგორც სახელმწიფოსა და ერს შორის ურთიერთდამოკიდებულების თეორია. ზოგადი აზრით, ეს არის ხალხის უფლება, თვითონ განსაზღვროს საკუთარი ბედი. თვითგამორკვევის იდეა ფიგურირებდა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანთა უფლებების დეკლარაციაში. ამ იდეას განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ვუდრო იულსონის ცნობილ 14 პუნქტში, გაეროს წესდებასა და 1960 წლის დეკლარაციაში კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭენის შესახებ. როგორც საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, ეროვნული თვითგამორკვევა აღიარებს ყველა ხალხის უფლებას, თვითონვე განსაზღვროს თავისი პოლიტიკური და იურიდიული სტატუსი. ამასთანავე წინააღმდეგობა იქმნება საერთაშორისო სამართლის სხვა პრინციპებთან (სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპები). ამ წინააღმდეგობამ არაერთი ეთნიკური კონფლიქტი გამოიწვია და დღესაც მსოფლიო დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. საკითხი – თუ ვინ არის ხალხი, რომელსაც აქვს თვითგამორკვევის უფლება და რამდენად სამართლიანია ამ მიზნის მისაღწევად აჯანყების, რევოლუციისა თუ სეცესიის გზა, ჯერჯერობით ღიად რჩება.
აი, მსოფლიოში ერთადერთ უძველეს და 3500 წლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ერი რა დღეში ჩააგდო კომუნიზმმა, გლობალიზმა, უგუნურობამ, “შულავერის კომიტეტის„ კომ.პარტიის 12 წევრის ღალატმა 1921 წლის თებერვალ-მარტში და ოქტომბრის 13 რიცხვში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციური სახელმწიფოს უკანონო სამხედრო ოკუპაცია და ანექსიის შედეგად , გაასხვისეს 50% ძირძველი მიწები, ჩვენი მამულიშვილების მიერ მომავალი თაობებისთვის დაბრუნებული ისტორიული მიწები, რომელიც იყო მეზობელი ქვეყნის იურისდიქციაში და 1920 წლის 7 მაისს მეფის რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ-სოციალისტური რესპუბლიკის და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის შორის განსაკუთრებული ხელშეკრულების საფუძველზე გადმოგვცა და გვიღიარეს ყველა ის მიწები, რომელსაც ფლობდა მეფის რუსეთის იმპერია. ესენია თბილისის და ქუთაისის გუბერნიებში შემავალი ყველა მიწები და აგრეთვე შავი ზღვისპირეთის გუბერნიაში შემავალი ყველა ქართული ისტორიული მიწები, აგრეთვე დაეთანხმა ყოფილ კავკასიის სამეფისნაცვლოში ადრე შემავალი ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს შემოუერთდებოდა. 1920 წლის 7 მაისს მეფის რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ-სოციალისტურმა რესპუბლიკამ სცნო საქართვეოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობა დე-იურე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
1991 წლის 21-22 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საქართველოს რესპუბლიკა აღიარეს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველზე საბჭოთა საქართველოს სამართალმემკვიდრე საქართველოს სახელმწიფოდ 1991წლის 21 დეკემბრის ტერიტორიული მდგომარეობით და ასეთივე ფორმულირებით შევარდნაძის თხოვნით 1992 წლის 31 ივლისს გააწევრიანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
მსოფლიოში მცხოვრებო იბერებო, კოლხებო, ანუ სრულიად ქართველებო და მსოფლიოს გასაგონად, მეზობელმა სახელმწიფოებმა საბჭოელების და გლობალისტების მხარდაჭერით წაგვართვეს და მიისაკრუთრეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციური ტერიტორიები, ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაქრობის მცდელობაზე, ჩაგვტოვეს საბჭოთა სისტემაში, საბჭოთა მოქალაქეებად, წაგვართვეს და მომავალ თაობებს დაუმალეს უძველესი ერის სტატუსი და 3500 წლოვანი სახელმწიფოებრიობა, გაგვხადეს ნატოს წევრი ქვეყნების “კონტრიბუტორი„ ე.ი. ვართ მეხარკე გაეროს წევრი უფუნქციო ქვეყანა.
გლობალისტებს და საბჭოელებს იბერები, კოლხები, ანუ სრულიად ქართველები ყავთ განწირული დასაღუპავად, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით და ჩვენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921-1934 წლების ემიგრაციული მთავრობის სამართალმემკვიდრე მთავრობა აღვადგენთ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და არ დავუშვებთ 2014 წელს გაეროს კვლევითი ცენტრის შედეგად გახმაურებულ კვლევას ,რომ ქართველი ერი არის ერების გაქრობის ხუთეულში ლიდერთა შორის 2050 წლისათვის.
ჩუენ, მსოფლიოში მცხოვრებ იბერთა, კოლხთა, ანუ სრულიად ქართველთა ეროვნული მოძრაობა “იბერიი-ს„ თავმჯდომარის, მისი მრჩევლის და მთავარი საბჭოს მხარდაჭერით 4 წლიანი შრომის შედეგად შევქმენით (2016-2020 წლებში) 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციურ ტერიტორიაზე და მის საზღვრებს მიღმა მცხოვრები “საქართველოს თვითგამორკვეული მოქალაქის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აქტი, რის საფუძველზე იბერები, კოლხები, ანუ სრულიად ქართველები აღვიდგენთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და გაეროს ჰააგის საერთაშორისო სასამათლოს (სამხედრო ტრიბუნალის), ევრო სტრუქტურების და ევრო სასამართლოს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის და საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერით ყველაფერს უკანონო სამხედრო ოკუპაცია-ანექსიით ერთი საუკუნის მანძილზე წართმეულს და მითვისებულს.
The National Movement “Iberia” of the Iberians, the Colchians i.e. the Georgians of the world დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.