დაიდგას დავით აღმაშენებლის მონუმენტი ბათუმის შუაგულში.

განხილვა

#403

ვემხრობ ამ იდეას და მსურს რომ გაკეთდეს ეს ყოველივე

ზეინაბ აკვაზბა (ბათუმი, 2020-08-16)

#406

საქართველოს სახე და ისტორია იქნება ეგ ძეგლი

გიორგი კორკოტაშვილი (რუსთავი, 2020-08-16)

#408

2021 წლის 11 აგვისტოს სრულდება ძლევამოსილი დიდგორის ომის 900 წლისთავი. ამ თარიღთან დაკავშირებით აუცილებლად მიმაჩნია ამ პროექტის განხორციელება. მითუმეტესს, პროექტი სრულად ასახავს დიდი დავით აღმაშენებლის სიდიადეს და მნიშვნელობას, საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში.

ნანა გოგაბერიშვილი (ნიუ იორკი, 2020-08-16)

#417

აუცილებლად უნდა დაიდგას ბათუმში აღმაშენებლის ძეგლი! კონცებცია ძალიან საინტერესოა

შალვა გელაძე (გორი, 2020-08-17)

#419

ყველაზე ღირსეული მეფის მონუმენტი აუცილებლად უნდა დაიდგას.

Kakhaber janashvili (tbilisi, 2020-08-17)

#426

ხელს ვაწერ იმიტომ რომ მეამაყება ეს მეფე

მარიამ გაგვიშვილი (ბათუმი, 2020-08-18)

#429

იმიტომ რომ ჩვენ რო ქართველები ვართ დავითას დამსახურებაა.

გიორგი ალუდაური (თბილისი, 2020-08-18)

#432

თანახმა ვარ რომ ძეგლი ბათუმში დაიდგას . ვეთანხმრბი ამ მშვენიერ იდეას!!!

ირაკლი ქირია (ზუგდიდი, 2020-08-18)

#436

ჩემი აზრით, ძეგლი საქართველოს ძველებურად გაბრწყინების იდეის მატარებელი იქნება, იმიტომ რომ საქართველოს აყვავებისა და აღორძინების ხანა სწორედ დავით აღმაშენებლის დროს იყო. როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა: „წარსული დიდების აჩრდილი მუდამ თან სდევს მომავალს" ეს სიტყვები იბერიის გაბრწყინების იმედს აცოცხლებს თითოეული ჩვენგანის გულში. ძეგლის დადგმით ჩვენ კიდევ ერთხელ ცხადვყოფთ იმას რომ მომავალი თაობა გმირებს არ ივიწყებს. პატივს სცემს ერის ისტორიას და ამას დაადასტურებს ძეგლის დადგმითაც. კიდევ ერთი პრიორიტეტი იკვეთება იმაშიც რომ ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალულთ და ნამდვილ პატრიოტებს უბიძგებს ქვეყნის განვითარების ნებისმიერ ასპექტში(სოციალირი, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული)თავიანთი წვლილი შეიტანონ.

სალომე წნორიაშვილი (გურჯაანი, 2020-08-18)

#437

მინდა ქალაქი ბატუმი კიდევ უფრო გალამაზდეს ლამაზი ზეგლიტ

დათო ჭანკოტაძე (ხაშური, 2020-08-19)

#438

მომხრე ვარ დავით აღმაშენებელის ძეგლის დადგმის და ბევრი მსგავსი ძეგლები რომ დაიდგას საქართველოში უკეთესი იქნება

ნინო ქავთარაძე (ნაპოლი, 2020-08-19)

#442

მინდა ჩემს ქალაქს ამშვენებდეს მეფეთ მეფე დავითის ინოვაციური ძეგლი

ნათია სურმანიძე (ბათუმი, 2020-08-19)

#449

საქართველოს ყველა მეზობლის სასაზღვრო პუნქტთან უნდა დაიდგას ეს მონუმენტი ეპიტაფიით: "ძლევაჲ საკვირველი"

Tengiz Ghubeladze (ზუგდიდი, 2020-08-20)

#451

ამ დიდი მეფის ძეგლი უნდა იყოს ბათუმში და თუ ასეთი იქნება როგორც სურათზეა მთლად უკეთესი.

დავით მაღრაძე (თბილისი, 2020-08-20)

#455

მხოლოდ იმიტომ რომ ქალაქი იმსახურებს ამას. იმიტომ რომ დავითი იმსახურებს ამას და ქალაქის შემოსასვლელში უნდა იდგეს სიძლიერის სიმბოლო

მინდია ბაჟუნაიშვილი (ქობულეთი, 2020-08-20)

#461

minda daidgas es dzegli batumshi

vano bibilashvili (rustavi, 2020-08-21)

#462

Aucilebelia

Giga Kereselidze (Tbilisi, 2020-08-21)

#464

ხელს ვაწერ იმიტომ რომ დავით აღმაშენებელი იყო საქართველოს გამაერთიანებელი და ყველაზე ძლიერი მმართველი მისი მეფობის ეპოქაში, იმიტო ვაწერ ხელს რომ დავით აღმაშენებელს ჭეშმარიტად უყვარდა საქართველო და ქართველი ერი, მან ააშენა აკადემიები რომელმა აკადდმიამაც მსოფლიოს მოუვლინა ბუმბერაზი მწერალი შოთა რუსთაველი მისი ვეფხვის-ტყაოსანით. და კიდევ იმიტომ რომ მისი მეფობის დროს საქართველო ორზღვას-შუა იყო ნიგობსიიდან დარუბალდამდე გადაჭიმული და ვიყავით 12 მილიონი.

როინ ცენტერაძე (ბათუმი, 2020-08-22)

#468

აუცილებელია, ოღონდ კონკურსის გამოცხადებით.

ირაკლი ჩაგანავა (სოხუმი, 2020-08-22)

#469

უნდა გაკეთთდეს!!

ცოტნე ბუთხუზი (მცხეთა, 2020-08-23)

#475

მე მსურს დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგას

აკაკი ბურდიაშვიკი (Nîmes, 2020-08-24)

#477

ხელს ვაწერ იმიტომ, რომ დავით აღამშენებელი ერთერთ ძლიერი მმართველი იყო მსოფლიო ისტორიაში.

ლუკა ნებიერიძე (თბილისი, 2020-08-25)

#490

ეს ყველა ქართველის ვალია, მეამაყება რომ ქართველი ვარ და დავით აღმაშენებელი რომ ქართველი იყო ისიც მეამაყება!

ვალერიანი ბაბუნიძე (საგარეჯო, 2020-08-29)

#496

მეც მსურს, აჭარის გულში დავით აღმაშენებლის მონუმენტი დაიდგას.

გრიგოლ მჭედლიძე (სურამი, 2020-08-31)

#500

წინაპართა საპატივსაცემოდ სა სამაგალითოდ

გიორგი გურგენიძე (თბილისი, 2020-09-01)

#507

მსურს დაიდგას დავით აღმაშენებლის ძეგლი ბათუმში

ქეთი აბულაძე (ქუთაისი, 2020-09-03)

#520

მივესალმები თქვენს წამოწყებას და იმედია აშენდება ჩვენი უძლიერესი მეფის ქანდაკება.

მანუჩარ ბათაძე (ბათუმი, 2020-09-12)

#531

სავალდებულო და აუცილებელია

ირაკლი სანიკიძე (თბილისი, 2020-09-27)

#537

მე საოცრად მომწონს ეს პროექტი..ძალიან საინტერესო და ლამაზი ჩანს რომელიც ტურისტებსაც კარგად მოიზიდავს

მარიამ დანელია (თბილისი, 2020-12-09)

#543

ხელს ვაწერ იმიტომ რომ აუცილებელია

გულნარა ბერიძე (ბათუმი, 2021-02-24)



ფასიანი რეკლამა

We will advertise this petition to 3000 people.

Learn more...