Most popular petitions in 2019 - საქართველო
აიკრძალოს რუსული ესტრადის ჩართვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ კვების ობიექტებში
მაშინ, როდესაც საქრთველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოში ყვავის ტურიზმი ამავე ოკუპანტი ქვეყნიდან. ამის პასუხად ქართველი მეწარმეები, ვინც ვერ ან არ ხვდება სიტუაციის სიმძაფრეს, ცდილობენ ამ კონკრეტული ტურისტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. ამისათვის რესტორნები ამზადებენ რუსულ ენაზე მენიუებს, აბრებს და ხმამაღლა რთავენ რუსულ, უგემოვნო ესტრადას. თბილისის ცენტრალურ, რუსთაველის გამზირზეც კი ჩაუვლით რესტორანებს, საიდანაც ბოლო ხმაზე ისმის რუსული სიმღერები. ეს ყოვე
შექმნილია: 2019-05-24 Statistics
არ გადადგეს გახარია!
მეგობრებო, მოქალაქეებს, რომლებსაც მიგვაჩნია რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია ხელმოწერით და ვანახოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას.
შექმნილია: 2019-06-24 Statistics
რეანომობილი რაჭას
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, კერძოდ, ამბროლაურის და ონის მინიციპალიტეტის საავადმყოფოს არ ჰყავს კატასტროფის ბრიგადა, რის გამოც პრობლემა ექმნება (და არა ერთხელ უკვე შეექმნია) ადამიანის სიცოცხლეს. რადგან ამბროლაურის და ონის სავადმყოფოს არ აქვს გარკვეული და მრავალფეროვანი კვლევების ჩატარების საშუალება, ასევე არ ჰყავს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი და არ აქვს სხვადასხვა საჭირო განყოფილებები, რის გამოც ხშირად პაციენტები გადამისამართებულნი და გადაყვანილნი არიან სხვადასხვა კლინიკაში, სადაც ს
შექმნილია: 2019-07-26 Statistics
პროტესტი ს.ს. ლიბერთი ბანკს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სახელით
საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობას საქართველოს ეროვნულ ბანკს სააქციო საზოგადოება ლიბერთი ბანკს ა(ა)იპ. მთავარანგელოზ გაბრი
შექმნილია: 2019-04-18 Statistics
ბენიამენ ჩხიკვიშვილის ბიუსტი თბილისში
დღეს მივიწყებული ბენია (ბენიამენ) ჩხიკვიშვილი იყო ნაღდი პატრიოტი, ცნობილი რევოლუციონერი, გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სოხუმის ქალაქის თავი, 1919-1920 წლებში პირველი დემოკრატიულად არჩეული თბილისის მერი; 1920 წელს ქუთაისის, ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი; ებრძოდა ბოლშევიკებს ქუთაისის გუბერნიასა და აფხაზეთში, როგორც ქუთაისის საგუბერნიო კომისარი. 1921 წელს ბენია ჩხიკვიშვილი საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. 1924 წლის მაისში დაბ
შექმნილია: 2019-04-08 Statistics
სოფელ გორდისა და კინჩხის მოსახლეობის მიმართვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს
გორდი და კინჩხა, სოფლები, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, სადაც ვცნობთ თითოეულ კენჭსა თუ ქვას, თითოეულ კანიონსა თუ გორას. ადგილები, სადაც ვზრდით შვილებს, შვილიშვილებს, მომავალ თაობას. სოფლები, სადაც ჩვენი სახლია და საიდანაც ჩვენთის იწყება სამშობლო. 6 მაისის, კინჩხას ჩანჩქერის გახსის შემდეგ, ჩვენთვის, ადგილობრივებისთვის, იმ ადგილზე შესვლა, რომელსაც საკუთარ ხუთ თითზე უკეთ ვიცნობთ ფასიანი გახდა, იდენტური მდგომარობაა გორდში - ოკაცეს კანიონზე- ანუ დღეები, როდესაც ჩანჩქერსა და კანიონზე თავისუფლად ჩასვლ
შექმნილია: 2019-05-07 Statistics
სასკოლო საზაფხულო არდადეგების ვადები
გსურთ თუ არა, საზაფხულო არდადეგები დაიწყოს მაისის ბოლოს და გაგრძელდეს პირველ სექტემბრამდე? თუ ეთანხმებით, დაადასტურეთ პეტიციაზე ხელმოწერით.
შექმნილია: 2019-06-04 Statistics
დაარსდეს ბებიების დღე
9 აგვისტოს აღინიშნოს ბებიების დღე. 6 წლის ნინო ხვედელიძის სურვილით ვაქვეყნებთ პეტიციას, ბებიების დღის დაარსებასთან დაკავშირებით, რადგანაც კალენდარში აღნიშნული დღე არ არსებობს, შესაბამისად მოგიწოდებთ ყველა, მხარი დაუჭიროთ იდეას დაარსდეს ბებიების დღე. ყველა შვილიშვილმა სიყვარულით მიულოცოთ ბებიებს, ბებიების დღე. ნინო ხვედელიძის სურვილით, ბებიების დღე აღინიშნოს ყოველი წლის 9 აგვისტოს.
შექმნილია: 2019-04-20 Statistics
ერთად დავიცვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები!
სამწუხარო ფაქტია, რომ სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ცხოვრებაში არსებული ყოველდღიური პრობლემები, მათ იძულებულს ხდის შეცვალონ მნიშვნელოვანი გეგმები და უარი თქვან ამა თუ იმ სასურველ ქმედებაზე. აქედან გამომდინარე, მოკლებულნი არიან განვითარებისა და თვითრეალიზების საშუალებას. ამ პრობლემის მიმეზად გვევლინება ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჭიანურდება ევროპასა და აშშ-ში აპრობირებული და წარმატებული „სოციალური მოდელის“ დანერგვა. სოციალური მოდელი, მნიშვნელოვნად მიჯნავს დიაგნოზს ინვალიდობისგან და აქც
შექმნილია: 2019-04-19 Statistics
ქალაქ ქუთაისში შეიქმნას ბავშვთა სურათების გალერეა
არა მხოლოდ ქუთაისში, მთელ იმერეთში გვყავს საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდები, ბავშვები, რომლებიც ხატავენ ჯადოსნურად, უზომოდ უყვართ თავისი სამშობლო და ბავშვური ხელებით ყველაზე ლამაზ ფანტაზიებს ასხამენ ფრთებს ფურცელზე ფანქრებით, საღებავებით და ა.შ. მათ ნიჭსა და შემოქმედებას ფართო ასპარეზი სჭირდება ჯერ კიდევ თავის მშობლიურ ქალაქში, ქალაქში, რომელმაც ზუსტად იცის ხელოვნებისა და მშვენიერების ფასი, მნიშვნელობა, აუცილებლობა. უკვე 32 წელია მოქანდაკე გოგი ლომთაძეს ოცნებად აქვს ქცეული ქუთაისში ბავშვთა სურათების
შექმნილია: 2019-08-22 Statistics
გურული მხედრების სახელობის მოედანი ლანჩხუთში.
1892 წლიდან დაიწყო გურული მოჯირითეების განსაცვიფრებელი და ტრაგიკული ისტორია, როდესაც ისინი ინგლისში, პირველად, შეუერთდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილ ქოუდის Wild West Show - ველური დასავლეთის შოუს, ხოლო 1893 წელს კი გურულები ჩავიდნენ აშშ-ში. გურულები "რუსი კაზაკების" სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილისა და სხვა ცირკებისა და შოუების არენებზე, მათ საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს ქაუბოების ცხენოსნურ ტექნიკაზე. ბაფალო ბილისა და გურულების ურთიერთობის მაგ
შექმნილია: 2019-04-11 Statistics
გაუქმდეს N 586 დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს საკავლიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლისთვის თანხის გადახდას!
გაუქმდეს N586 დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს საკავლიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლისთვის თანხის გადახდას!
შექმნილია: 2019-12-02 Statistics
გთხოვთ , რომ გადაიდოს სწავლა ჩვენს უნივერსიტეტში , ქვეყანაში გავრცელებული ვირუსის გამო .
გთხოვთ , ხელი მოაწეროთ აღნიშნულ პეტიციას , რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ჯანმრელობა .
შექმნილია: 2019-01-10 Statistics
დაიშვას მოწესრიგებულ მდგომარეობაში წვერის ტარების უფლება თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში
გამარჯობა მოგეხსენებათ,რომ დღეს თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში სავალდებულოა წვერის გაპარსვა,განსაკუთრებით კი თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში. ჩვენ ვერ ვხედავთ წვერის გაპარსვის აუცილებლობას და აზრს თუ რატომ აღიქმება წვერი არაჰიგიენურად და მოვითხოვთ ყველა დაწესებულებაში დაიშვას წვერის ტარების უფლება მოწესრიგებულ მდგომარეობაში-ვაკონკრეტებ მოწესრიგებულ მდგომარეობაში. იმედი მაქვს გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას და ხალხის აზრს. პატივისცემით ხალხის ხმა
შექმნილია: 2019-05-04 Statistics
ცხოველების წამებასთან დაკავშირებით პოლიციამ გააკეთოს რეაგირება
ცხოველების სასტიკი მოპყრობის ფოტო და ვიდეო მასალა ბევრჯერ ქვეყნდება სოციალურ ქსელში. მაგრამ პოლიცია კი ამ საკითხთან დაკავშირებით არ მოქმედებს კანონის ფარგლებში. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ რომ პოლიციამ ამ ყველაფერზე მოახდინოს რეაგირება და კანონის ფარგლებში იმოქმედოს!.
შექმნილია: 2019-08-18 Statistics
ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე არები საპატიოდ ჩაითვალოს
მო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა გაცდენებთან დაკავშირდებით ვრცელდება შემდეგი რეგულაცია: მუხლი-38 5. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე ეროვნულ და საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება
შექმნილია: 2019-01-09 Statistics
ვითხოვთ გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის.
საქართველოში მცხოვრები სტუდენტები დასაქმებულები არიან უმეტესად დაბალშემოსავლიან სამსახურებში სადაც მაქსიმალური ხელფასი 400-500 ლარია. სახელმწიფო ამ ხელფასიდან 20% იღებს რაც დასაქმებულ სტუდენტის ხელფასს კიდევ უფრო ამცირებს და ხელზე ასაღებ ყოველ 100 ლარს აკლებს 20 ლარს. ვითხოვთ გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის.
შექმნილია: 2019-02-20 Statistics
"და ჩვენ ვიცეკვეთ" - დაემატოს სეანსები
სცენარისტის და რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა ქართულ კინოთეატრებში შედგა 8 ნოემბერს და გრძელდება 3 დღე (10 ნოემბრის ჩათვლით). მიუხედავად იმისა, რომ კინოსეანსები ერთდროულად სხვადასხვა კინოთეატრში იმართება, 3 დღე საკმაოდ ცოტაა იმისთვის, რომ დაინტერესებული საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოახერხოს ფილმის ნახვა (ყველა ბილეთი გაყიდულია). აღსანიშნავია, რომ "და ჩვენ ვიცეკვეთ" არ გადის ოთხშაბათს, როდესაც კინოთეატრებში მნიშვნელოვანი ფასდაკლება მოქმედებს, რაც ზრდის ფართო საზოგადო
შექმნილია: 2019-11-09 Statistics
თამარას მუზას მოუხმეთ
დიდიხანია მუზა არ მოსულა თამარასთან და მოდით , ერთად დავდგეთ ამ მძიმე ჟამს. სულ საკმარისია ოცი ხმა. მადლობა ყურადღებისთვის.
შექმნილია: 2019-02-23 Statistics
ნაციონალური მოძრაობა ხელს გვიშლის პროტესტის გამოხატვაში
სამოქალაქო პროტესტი არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის. ნაციონალური მოძრაობა იყენებს ნებისმიერ პროტესტს საკუთარი ინტერესებისთვის და პროცესები ძალადობრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში გადაყავს. ეს არის ძალადობა ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე.
შექმნილია: 2019-06-20 Statistics