"და ჩვენ ვიცეკვეთ" - დაემატოს სეანსები
სცენარისტის და რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა ქართულ კინოთეატრებში შედგა 8 ნოემბერს და გრძელდება 3 დღე (10 ნოემბრის ჩათვლით).
მიუხედავად იმისა, რომ კინოსეანსები ერთდროულად სხვადასხვა კინოთეატრში იმართება, 3 დღე საკმაოდ ცოტაა იმისთვის, რომ დაინტერესებული საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოახერხოს ფილმის ნახვა (ყველა ბილეთი გაყიდულია).
აღსანიშნავია, რომ "და ჩვენ ვიცეკვეთ" არ გადის ოთხშაბათს, როდესაც კინოთეატრებში მნიშვნელოვანი ფასდაკლება მოქმედებს, რაც ზრდის ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობას კინოსეანსებზე.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფილმმა საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა დიდი აღიარება, ხოლო მისი გავრცელების რაიმე სახით შეზღუდვა მხოლოდ და მხოლოდ ახალისებს სიძულვილის ენით მოსაუბრე საზოგადოებრივი ჯგუფების მისწრაფებებს.
ყოველი ზემოთქმულის გათვალისწინებით, აღნიშნული პეტიცია მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიმღები პირები დაარწმუნოს, რომ განახლდეს "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის კინოჩვენებები, რათა დაინტერესებულმა საზოგადოებამ შევძლოთ ფილმის ნახვა.
ნიკოლოზ ნადირაშვილი დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.
განცხადება ამ ვებგვერდის ადმინისტრატორისგანჩვენ დავხურეთ ეს პეტიცია და წავშალეთ ხელისმომწერთა პერსონალური ინფორმაცია.„ევროპული კავშირის პერსონალური მონაცემების დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) მოითხოვს კანონიერ საფუძველს პერსონალური ინფორმაციის შესანახად და რომ ინფორმაცია შენახული იყოს ყველაზე მოკლე დროში.“ |