ბენიამენ ჩხიკვიშვილის ბიუსტი თბილისში
დღეს მივიწყებული ბენია (ბენიამენ) ჩხიკვიშვილი იყო ნაღდი პატრიოტი, ცნობილი რევოლუციონერი, გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სოხუმის ქალაქის თავი, 1919-1920 წლებში პირველი დემოკრატიულად არჩეული თბილისის მერი; 1920 წელს ქუთაისის, ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი; ებრძოდა ბოლშევიკებს ქუთაისის გუბერნიასა და აფხაზეთში, როგორც ქუთაისის საგუბერნიო კომისარი. 1921 წელს ბენია ჩხიკვიშვილი საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. 1924 წლის მაისში დაბრუნდა საქართველოში, რათა მონაწილეობა მიეღო 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში; ბენია ჩხიკვიშვილი დააპატიმრეს აჯანყების სხვა მეთაურებთან ერთად და დახვრიტეს რუსეთის ტერიტორიაზე. ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს, რათა თბილისის რომელიმე ცენტრალურ უბანში დაიდგას მისი ბიუსტი.
ირაკლი მახარაძე დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.
განცხადება ამ ვებგვერდის ადმინისტრატორისგანჩვენ დავხურეთ ეს პეტიცია და წავშალეთ ხელისმომწერთა პერსონალური ინფორმაცია.„ევროპული კავშირის პერსონალური მონაცემების დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) მოითხოვს კანონიერ საფუძველს პერსონალური ინფორმაციის შესანახად და რომ ინფორმაცია შენახული იყოს ყველაზე მოკლე დროში.“ |