პროტესტი ს.ს. ლიბერთი ბანკს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სახელით

                                                                                          საქართველოს პარლამენტს                                                                                              საქართველოს მთავრობას                                                                                        საქართველოს ეროვნულ ბანკს                                                                            სააქციო საზოგადოება ლიბერთი ბანკს                        ა(ა)იპ. მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის                                                             აღმასრულებელი დირექტორის თამარ იარაჯულის                                                              პ ე ტ ი ც ი ა 

   გაცნობებთ, რომ  ა(ა)იპ. მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის აქტიურად მუშაობს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა უფლებების დასაცავად, მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნასა და მათი ოჯახების გაძლიერებისათვის საჭირო სხვადასხვა სახის პროგრამების შემუშავება-განხორციელებაზე .  ვინაიდან, ლიბერთი ბანკში დღეისათვის არსებული საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო ამძიმებს, ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებსა და მათ ოჯახებს,  ვფიქრობთ, სახელმწიფო ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი რეგულაციები, რომლის თანახმადაც განისაზღვრება მინიმალური საპროცენტო განაკვეთები ზემოაღნიშნული პირებისთვის, რაც თავიდან აგვაცილებს აღსრულების სისტემისა და ფინანსური ინტიტუტების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა პენსიების ნაწილობრივ ან სრულად დაყადაღების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე,  მოგმართავთ,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირისა და მათი  ოჯახის წევრთა სახელით, დღეისათვის ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლების, ლიბერთი ბანკის მიერ განსაზღვრული, უკიდურესად მაღალი საპროცენტო განაკვეთის მოხსნის ან/და ასეთი ოჯახებისთვის სიმბოლური სახით საპროცენტო განაკვეთის დაწესებისათვის.


ა(ა)იპ. მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდი    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.