რეანომობილი რაჭას
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, კერძოდ, ამბროლაურის და ონის მინიციპალიტეტის საავადმყოფოს არ ჰყავს კატასტროფის ბრიგადა, რის გამოც პრობლემა ექმნება (და არა ერთხელ უკვე შეექმნია) ადამიანის სიცოცხლეს. რადგან ამბროლაურის და ონის სავადმყოფოს არ აქვს გარკვეული და მრავალფეროვანი კვლევების ჩატარების საშუალება, ასევე არ ჰყავს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი და არ აქვს სხვადასხვა საჭირო განყოფილებები, რის გამოც ხშირად პაციენტები გადამისამართებულნი და გადაყვანილნი არიან სხვადასხვა კლინიკაში, სადაც საჭირო მომსახურებას უწევენ მათ. უმეტესად პაციენტის მდგომარეობა დამოკიდებულია სწრაფ რეაგირებაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს მისთვის გაწეული დახმარება, ამიტომაც საჭიროა ადგილზე იყოს კატასტროფის ბრიგადა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება . ვთხოვთ შესაბამის უწყებებს, გამოეყოს ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებს რეანომობილის ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების დროულ და ეფექტურ მომსახურებას.
ლამარა ბოჭორიშვილი დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.
აღნიშნული პეტიციის ავტორმა დახურა პეტიცია.განცხადება ამ ვებგვერდის ადმინისტრატორისგანჩვენ წავშალეთ ხელმომწერთა პირადი ინფორმაცია.„ევროპული კავშირის პერსონალური მონაცემების დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) მოითხოვს კანონიერ საფუძველს პერსონალური ინფორმაციის შესანახად და რომ ინფორმაცია შენახული იყოს ყველაზე მოკლე დროში.“ |