აიკრძალოს რუსული ესტრადის ჩართვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ კვების ობიექტებში
მაშინ, როდესაც საქრთველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოში ყვავის ტურიზმი ამავე ოკუპანტი ქვეყნიდან. ამის პასუხად ქართველი მეწარმეები, ვინც ვერ ან არ ხვდება სიტუაციის სიმძაფრეს, ცდილობენ ამ კონკრეტული ტურისტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. ამისათვის რესტორნები ამზადებენ რუსულ ენაზე მენიუებს, აბრებს და ხმამაღლა რთავენ რუსულ, უგემოვნო ესტრადას. თბილისის ცენტრალურ, რუსთაველის გამზირზეც კი ჩაუვლით რესტორანებს, საიდანაც ბოლო ხმაზე ისმის რუსული სიმღერები. ეს ყოველივე არის სრულიად მიუღებელი, დამამცირებელი და აუტანელი. არავითარი აზრი არ აქვს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნას, თუ ჩვენ თვითონ ელემენტარულ პატივს არ ვცემთ ჩვენ თავს და ჩვენს მოსახლეობას. ვითხოვთ საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში მოქმედ რესტორნებსა და კაფეებში აიკრძალოს რუსული ესტრადა.
თამარ ცქიტიშვილი დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.
განცხადება ამ ვებგვერდის ადმინისტრატორისგანჩვენ დავხურეთ ეს პეტიცია და წავშალეთ ხელისმომწერთა პერსონალური ინფორმაცია.„ევროპული კავშირის პერსონალური მონაცემების დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) მოითხოვს კანონიერ საფუძველს პერსონალური ინფორმაციის შესანახად და რომ ინფორმაცია შენახული იყოს ყველაზე მოკლე დროში.“ |