გურული მხედრების სახელობის მოედანი ლანჩხუთში.
1892 წლიდან დაიწყო გურული მოჯირითეების განსაცვიფრებელი და ტრაგიკული ისტორია, როდესაც ისინი ინგლისში, პირველად, შეუერთდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილ ქოუდის Wild West Show - ველური დასავლეთის შოუს, ხოლო 1893 წელს კი გურულები ჩავიდნენ აშშ-ში. გურულები "რუსი კაზაკების" სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილისა და სხვა ცირკებისა და შოუების არენებზე, მათ საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს ქაუბოების ცხენოსნურ ტექნიკაზე. ბაფალო ბილისა და გურულების ურთიერთობის მაგალითი უძველესია ქართულ_ამერიკული ურთიერთობის ისტორიაში. ქართველებმა გასაოცარი ტექნიკის წყალობით საუკეთესო მხედრების სახელი მოიხვეჭეს და თავისდა უნებურად წარუშლელი კვალი დაამჩნიეს ამერიკული შოუ_ბიზნესის განვითარების საქმეს, რომლის პიონერად ბაფალო ბილი ითვლება. კარგი იქნება თუ ლანჩხუთში, საიდანაც იყვნენ უმეტესობა მხედრებისა, ნინოშვილის ქუჩაზე, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ მდებარე მოედანს ეწოდოს გურული მოჯირითეების სახელი და დაიდგას ბრინჯაოს კომპოზიცია. ეს იქნება პატივისცემის გამოხატვა გურული მხედრების მიმართ და ასევე ღირშესანიშნაობა ჩამოსული სტუმრებისათვის.
ირაკლი მახარაძე დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.
განცხადება ამ ვებგვერდის ადმინისტრატორისგანჩვენ დავხურეთ ეს პეტიცია და წავშალეთ ხელისმომწერთა პერსონალური ინფორმაცია.„ევროპული კავშირის პერსონალური მონაცემების დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) მოითხოვს კანონიერ საფუძველს პერსონალური ინფორმაციის შესანახად და რომ ინფორმაცია შენახული იყოს ყველაზე მოკლე დროში.“ |