ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე არები საპატიოდ ჩაითვალოს

 

მო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა გაცდენებთან დაკავშირდებით ვრცელდება შემდეგი რეგულაცია:

მუხლი-38 

5. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე ეროვნულ და საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.

ვეწინააღმდეგები ამ რეგულაციას, რადგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ბავშვები(მათი მშობლები) იმის შიშით რომ გაცდენების წლიურ ზღვარს, ანუ 30% გადაცდებიან და მოუწევთ  ექსტერნის წესით გამოცდის ჩაბარება, მიუხედავად იმისა რომ არიან შეუძლოდ, ზოგ შემთხვევაში დაინფიცირებული გრიპით ან სხვა გადამდები დაავადებებით, მაინც დადიან სკოლაში

 

მოვითხოვთ საპატიოდ ჩაითვალოს  ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული ექიმის ცნობები.