თსუ-ს მე-11 კორპუსში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და დიპლომის სამართლებრივი სტატუსის აღდგენის მოთხოვნა
ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-11 კორპუსის სტუდენტები, წარმოვადგენთ იმ თაობას, რომელსაც სურს განათლების მეშვეობით ქვეყნის უკეთესი მომავლის შენება. თუმცა, დღეს რეალობა გვაიძულებს, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და მოვითხოვოთ სამართლიანობა.
ქვეყანაში არსებული კრიზისული ვითარება, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოების ყველა სეგმენტზე, მავნე ზემოქმედებას ახდენს სტუდენტებზეც. ამასთან ერთად, თსუ-ს დიპლომს, რომელიც საუკუნოვანი განათლების ტრადიციების სიმბოლო უნდა იყოს, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს თავისი სამართლებრივი ძალა და პრესტიჟი.
ჩვენს შრომასა და ცოდნას არ ეკუთვნის მოჩვენებითი ფორმალობა, რაც გაუფასურებული დიპლომითა და გაუმართავი სასწავლო პროცესით ვლინდება.
ჩვენი მოთხოვნებია:
1.სასწავლო პროცესის დაუყოვნებელი შეჩერება თსუ-ს მე-11 კორპუსში მანამ, სანამ:
•უნივერსიტეტის დიპლომს არ დაუბრუნდება სრული სამართლებრივი ძალა და ეროვნული თუ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ღირებულება.
•ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა არ დალაგდება და სტუდენტების ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
2.უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მყისიერად დაიწყოს მუშაობა განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ჩვენი შრომის შედეგის – დიპლომის, როგორც პროფესიული შესაძლებლობების დამადასტურებელი დოკუმენტის – სანდოობის აღსადგენად.
დასკვნა:
ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ჩვენი კორპუსის ან თაობის უფლებებისთვის – ჩვენ ვიცავთ განათლების იდეას, როგორც ქვეყნის განვითარების უმთავრეს ძალას. ვიმედოვნებთ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამოიჩენს სოლიდარობას სტუდენტების მიმართ და გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს ჩვენი და ქვეყნის მომავლის გადასარჩენად.
სასწავლო პროცესის გაგრძელება არსებული პირობებით შეურაცხყოფს არა მხოლოდ ჩვენს შრომასა და მიზნებს, არამედ უნივერსიტეტის სიდიადესაც.
მართეთ თქვენი ხელმოწერები
გიდასტურებით წერილი არ მიგიღიათ ან გსურთ თქვენი ხელმოწერის წაშლა?
მართეთ თქვენი ხელმოწერებიგააზიარეთ პეტიცია
დაეხმარეთ ამ პეტიციას მეტი ხელმოწერის მოპოვებაში.
ფასიანი რეკლამა
შედით სისტემაში პეტიციის სამართავად. |
სხვა მომხმარებლების მიერ დაკომპლექტებული პეტიციები
თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს- მიმართვა სალომე ზურაბიშვილს
რამე ცვლილების სურვილი გაქვს?
ცვლილება სიჩუმით არ ხდება. ამ პეტიციის ავტორმა გამოიჩინა სიმტკიცე და იმოქმედა. იგივეს გააკეთებთ? შექმენით პეტიცია და დაიწყეთ სოციალური მოძრაობა
დაიწყე საკუთარი პეტიციამიერ დაინტერესებული სხვა პეტიციები!
ცისტური ფიბროზის მედიკამენტი Trikafta
2581 შექმნილია: 2024-10-18
ეპილეფსიის მედიკამენტების რეგისტრაციის მოთხოვნა
778 შექმნილია: 2025-02-12
მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის
612 შექმნილია: 2024-05-15
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების განცხადება
505 შექმნილია: 2024-12-01
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერთა და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის მიმართვა მმართველ გუნდს
304 შექმნილია: 2024-04-09
მოვითხოვთ მე-15 საჯარო სკოლის აღდგენას
294 შექმნილია: 2024-08-10
პეტიცია ევროპისთვის.მედიცინა.Petition for Europe. Medicine
239 შექმნილია: 2024-12-04
გაფიცვა GAHS-ში
238 შექმნილია: 2024-12-01
შეიცვალოს ფოთი თბილისის სამგზავრო ამორტიზირებული მატარებელი
229 შექმნილია: 2024-05-29
მოვითხოვთ, შეიქმნას სააბონემენტო სისტემა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებისთვის
1003 შექმნილია: 2024-03-24
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა განცხადება
121 შექმნილია: 2024-12-01
შუქნიშნის ან შემანელებელი ნიშნის გაკეთება სკოლასთან, სადაც არის საკმაოდ სახიფათო გადასასვლელი და ზებრაც მკრთალად ჩანს.
99 შექმნილია: 2025-02-17
სტუდენტების მოთხოვნები სამხატვროს აკადემიას
89 შექმნილია: 2024-05-21
სოლიდარობა ქალბატონ ქეთევან ქუთათელაძეს
81 შექმნილია: 2024-07-21
ვეტკლინიკის გახსნა წალკაში
55 შექმნილია: 2024-06-11
გაგრძელდეს ონლაინ სწავლება თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში
51 შექმნილია: 2024-12-15
თსუ-ს მე-11 კორპუსში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და დიპლომის სამართლებრივი სტატუსის აღდგენის მოთხოვნა
34 შექმნილია: 2024-12-14
ჩხორიის თეატრს ეწოდოს მურმან შეროზიას სახელობის თეატრი
22 შექმნილია: 2024-12-25
აშშ-ის საერთაშორისო განათლების პროგრამების სტიპენდიანტების განცხადება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” შესახებ კანონპროექტზე
19 შექმნილია: 2024-04-19
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება
17 შექმნილია: 2024-05-15