გაათავისუფლე რეფერენდუმი - დაუბრუნე ქვეყანა ხალხს!
დემოკრატიის ფუნქციონირების მთავარი ბერკეტი ხალხის ხმა ანუ რეფერენდუმია. 200 000 მოქალაქის ნება, წამოაყენოს თავისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, პრეზიდენტის, პრემიერის ან პოლიტელიტის ნებართვას არ უნდა საჭიროებდეს. ქვეყანა ეკუთვნის ხალხს!
იმისათვის, რომ საქართველოში უზენაეს სუვერენად იქცეს ხალხი, რეალიზებული იქნას ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება (უბატონობა), ვითხოვ თქვენს თანადგომას კონსტიტუციის და "ორგანული კანონის რეფერენდუმის შესახებ" შესასწორებლად. დაე იყოს ხმა ერისა - ხმა ღმრთისა!
ირაკლი ცხადაძე დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.