სოლიდარობა ქალბატონ ქეთევან ქუთათელაძეს
ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, გამოვთქვამთ აღშფოთებას რექტორის ბრძანებით N128/01-01 ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე, რომლის თანახმად, ყველას, ვინც იკავებდა ამ თანამდებობას, მიეცა საშუალება, კვლავ გააგრძელონ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა ქეთევან ქუთათელაძის გარდა, რომელიც ასევე აქამდე კონკურსის წესით იკავებდა აღნიშნულ პოზიციას. ქ-ნი ქეთევან ქუთათელაძე გამოირჩევა კეთილსინდისიერებითა და პროფესიონალიზმით, იგი არის კვალიფიციური და კომპეტენტური, სამაგალითო მეცნიერი თავის სფეროში, ღირსეული მოქალაქე, ნამდვილი ქართული პატრიოტული სულისკვეთების მქონე, უბრალოდ, ძალიან კარგი ადამიანი. იგი თავდაუზოგავად შრომობს სტუდენტებთან და არა მხოლოდ სტუდენტებთან, მისი ლექცია/სემინარებიდან მოდის ზღვა ინფორმაცია, რომელსაც ყველა სტუდენტი გაფაციცებით უსმენს, მან გვასწავლა და შეგვძინა ბევრი რამ. იგი დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს სტუდენტებში, რადგან არის ასევე სამართლიანი, კვალიფიციური და ღირსეული პედაგოგი, გამოირჩევა სტუდენტებისადმი ჰუმანური და ადამიანური მოპყრობით, არასდროს ზემოდან არ შეუხედავს სტუდენტებისთვის, ყოველთვის ხელს უწყობდა მათ სასწავლო პროცესში, ეს თვისება კი უნივერსიტეტის ლექტორისთვის აუცილებელია. სასწავლო პროცესში ჩვენი ურთიერთობა ქ-ნ ქეთევან ქუთათელაძესთან მარტო მასალის ახსნითა და ჩაბარებით არ შემოიფარგლებოდა, იგი გვასწავლიდა ისტორიული ფაქტის ანალიზს, თავისუფალი აზრის გამოთქმას, ნაშრომის შესრულების დროს კვლევის, წყაროს გაანალიზების მეთოდებს. ყველა სტუდენტი ცდილობს მის სასემინარო ჯგუფში მოხვედრას და მისი საგნის - „საქართველოს ისტორიული საზღვრები და სასაზღვრო სისტემა“ არჩევას, სადაც უამრავ საინტერესო ინფორმაციას ვიგებთ. იგი ასევე პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობს უნივერსიტეტში მოღვაწე სხვა ლექტორებში, მის შესახებ ცუდი არასდროს გაგვიგია, არცერთ სტუდენს არ გამოუთქვამს საყვედური. ჩვენთვის გაუგებარია, ქეთევან ქუთათელაძე, რომელიც დიდი ხანია თსუ-ში ეწევა ამ საქმეს, წელს რატომ ვერ უნდა გასულიყო ზემოაღნიშნულ კონკურსში და ვაკანტური დარჩენილიყო ეს თანამდებობა, როდესაც მას აქვს სოლიდური ნაშრომები, როგორც ლექტორს, ხანგრძლივი პედაგოგიური სტაჟი. ამ ფაქტით მას ხომ ეზღუდება ურთიერთობის გაგრძელება ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებთან. გარდა იმისა, რომ ეს არის უსამართლობა და უპატივცემულო დამოკიდებულება ერთი პიროვნების მიმართ, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჰუმანიტარული ფაკულტეტის სასწავლო პროცესისა და სტუდენტების მიმართაც. ნამდვილად არ არის სულერთი სტუდენტებისთვის, ვინ შემოდის და ვინ ატარებს ლექცია/სემინარებს. ღირსეული პიროვნული თვისებების ლექტორები სჭირდება უნივერსიტეტს და გვჭირდება სტუდენტებს. ჩვენ, სტუდენდები, უზომო მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ქ-ნ ქეთევან ქუთათელაძეს! ძალიან დიდი უსამართლობა იქნება მისი გაშვება სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მოგიწოდებთ, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბ-ნ ჯაბა სამუშიას და ფაკულტეტის ხელმძღვანელობას, რომ აღდგენილ იქნეს ქ-ნი ქეთევან ქუთათელაძე იმ პოზიციაზე, რომელსაც კონკურსის გზით იკავებდა წლების განმავლობაში და მიეცეს სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის გაგრძელების საშუალება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
ნინო ხუციშვილი დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.