ჩხორიის თეატრს ეწოდოს მურმან შეროზიას სახელობის თეატრი
გთავაზობთ გაზეთ ზუგდიდელებში გამოქვეყნებულ ინტერვიუს ბატონ მურმან შეროზიასთან:
ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში პირველი კლუბსამკითხველო გაიხსნა 1931 წელს. დაწესებულების გახსნის დღიდან, საკლუბო დაწესებულებას ხელმძღვანელობდა ქალბატონი მერი კუხალეიშვილი, შემდგომ პერიოდში ტატიანა კუხალეიშვილი, ფედოსია ნაჭყებია, მელენტი თორდია, კოტე ხარებავა, გოლიშა მიქავა, ნათელა ჭითანავა, ლუიზა ჭოჭუა. 1970 წლიდან დღემდე კი, ხემძღვანელობდა მურმან შეროზია.
1954 წელს, მაშინდელი პატარა კლუბის სცენაზე, ბატონი გივი ფიფიას მიერ, დაიდგა პირველი სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი’’, ამავე წელს- “კოლმეურნეს ქორწინება’’. პირველი სცენის მოყვარულები იყვნენ: ოთარ ჭითანავა, გივი და სოსო სოსელიები, ოთარ ფიფია, დილარ ივარდავა, უჯუში ყუფუნია, ვაჟა და გივი ფიფიები, პანტიკო თორდია, მზია ჯიქია, ვალია ციმინტია.
ამავე წელს, სცენის მოყვარულთა მეორე თაობის მიერ, დაიდგა სპექტაკლი, ლევან მილორავას ოთხმოქმედებიანი რომანტიკული კომედია „მოხუცის გული’’ (“კერპჯიუტა”). დადგმა განახორციელა ქალბატონმა ეთერ გვარმიანმა. მონაწილეობდნენ: მურმან შეროზია, ეთერ გვარმიანი, მურმან ძიმცეიშვილი, ლუარა და რუსუდან ძიმცეიშვილები, ჯავრიდ გაბუნია, ზურაბ ჩაჩიბაია, გულნაზ კეკუა, ლამარა ჯინჯოლავა და ზაურ გაბუნია.
მას მერე, სოფელ ჩხორიაში, თეატრალური ცხოვრება არ შენელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩხორიის კულტურის სახლის კოლექტივს, გარდა თეატრალური ხელოვნებისა, სხვა ფუნქციაც ეკისრებოდა, რაც გამოიხატება იმაში, რომ გარდა თეატრალური ჯგუფისა, კულტურის სახლთან ფუნქციონირებდა ფოლკლორული ანსამბლი „ბეჟაში ღალი’’, რომელსაც ეროვნული ფესტივალისა და ეროვნული ლაურიატის წოდება მიენიჭა.
ჩხორიას თეატრალურ დასს, სხვადასხვა დროს, ხელმძღვანელობდნენ: გივი ფიფია, ეთერ გვარმიანი, რიტა გურჩიანი, მერაბ კაკალია, მურად ვაშაკიძე და რეზო ჯოჯუა.
ჩხორიის თეატრალური ჯგუფი 2001 წელს, მიწვეულ იქნა, საქართველოს მოყვარულთა თეატრების ფესტივალზე ,,ვანი 2001’’, სადაც თეატრალურმა ჯგუფმა, წარადგინა სპექტაკლი ,,ლუარსაბი’’, რომელსაც კულტურის სამინისტროსა და თეატრის მოღვაწეთა კავშირის გადაწყვეტილებით, 5 ნომინაციიდან 5-ვე მიენიჭა. ასევე გადაეცა ავსტრიის საერთაშორისო ფესტივალზე საგზური. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩხორიას თეატრალურ ჯგუფს “სახალხო თეატრის” წოდება მიენიჭა.
დაინტერესდა უამრავი ახალგაზრდა. მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მეზობელი რაიონიდან სკოლის ყოფილი დირექტორი ბეჟან შენგელიაც მათ შორის. ხელოვნებაზე შეყვარებულმა სამმა ახალგაზრდამ დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტი ესენი არიან: მანუჩარ სამუშია, ნანა კუხალეიშვილი და გოგიტა კუხალეიშვილი. მანუჩარ სამუშია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორია, რომლითაც ვამაყობთ ჩხორიელები.
თეატრალური დასი, დღემდე, თავის საყვარელ საქმიანობას პირნათლად ასრულებს. სხვათაშორის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როცა ქვეყანაში არეულობა იყო და სოფლად თითქმის ყველა კულტურის დაწესებულება განადგურდა, თეატრის კოლექტივმა შეინარჩუნა შენობა თავისი ინვენტარით და ღონისძიებებსაც კი ატარებდა.
,,მინდა აღვნიშნო რომ არა ბატონი მურმანის უაღრესად დიდი შემართება და ღვაწლი ჩხორიის თეატრის შენარჩუნებისა და ფუნქციონირების მხრივ დღეს არამც თუ სამოყვარულო თეატრის სახელი არამედ თეატრის შენობის ერთი აგურიც კი არ იქნებოდა შემორჩენილი. ჩხორიელებს კარგად ახსოვთ ბატონ მურმან შეროზიას როგორ გამოქონდა საკუთარი სახლიდან სხვადასხვა ნივთები,ფიცრებიც კი ვამოუცლია საკუთარი სახლისთვის რომ თეატრში სპელტაკლისთვის საჭირო დეკორაცია აეწყოთ.ჩვენ ვთვლით რომ ჩხორიის თეატრი აუცილებლად უნდა ატარებდეს ბატონ მურმან შეროზიას სახელობის ტიტულს.გთხოვთ ვინც ეთანხმებით ჩვენს წინადადებას მოაწეროთ ხელი პეტიციას,რათა შემდგომ განსახილველად ელექტრონული პეტიცია გადაგზავნილი იქნას შესაბამისი ორგანოებისათვის.
დავით ჯოჯუა დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.