გაგრძელდეს ონლაინ სწავლება თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში

როგორც იცით, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებდა ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ცრემლსადენ აირსა და ე.წ. წიწაკის სპრეის. მედიის ცნობით, ამის გამო აქციის მონაწილეებსა და ამავე ტერიტორიის სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს დაჭირდათ სამედიცინო დახმარება.

სამედიცინო საზოგადოების წევრთა ნაწილი მიმართვაში ამბობს, რომ ტოქსიკური ნივთიერებების ხანგრძლივი და მასიური გამოყენების შემდგომი გავლენის პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან გასაჯაროებული არ არის ინფორმაცია, რომელი ქიმიური ნივთიერებებია გამოყენებული და რა რაოდენობითა და ინტენსივობით. უცნობია ისიც, რა პერიოდით არის ტერიტორიაზე ყოფნა სახიფათო ბავშვებისთვის.

ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ აქციები გრძელდება, მათ შორის, დღის საათებში, რის გამოც არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ პოლიციამ ისევ გამოიყენოს ქიმიური ნივთიერებები. ეს შესაძლოა მოხდეს მაშინაც, როცა ჩვენი შვილები გაკვეთილზე იქნებიან.

შესაბამისად, მოგმართავთ და ვითხოვთ, მიმდინარე სემესტრის საგაკვეთილო პროცესი გაგრძელდეს ციფრულ ფორმატში, როგორც ეს ამა წლის 1-დან 16 დეკემბრამდე მიმდინარეობდა; შემდეგი სემესტრის დაწყებამდე კი ჯანდაცვის და განათლების რელევანტური უწყებებისგან ვითხოვთ სრულფასოვან დასკვნას გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებისა და მათი შესაძლო გავლენის შესახებ.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ Inga Inga შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...