საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა განცხადება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ვემიჯნებით „ქართული ოცნების“ მხრიდან კონსტიტუციის 78-ე მუხლის უგულებელყოფას და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა და კულტურა დაფუძნებულია თავისუფლებაზე, მრავალფეროვნებაზე და ევროპულ ღირებულებებზე. სწორედ ეს პრინციპებია ჩვენი ისტორიის და მემკვიდრეობის ფუნდამენტი, რომელსაც ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ვიცავთ. წმ. ექ. თაყაიშვილმა რუსეთის წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის, საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდგომ, ეროვნული საგანძურის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ევროპაში წაიღო, რათა ეროვნული საგანძური, როგორც იდენტობა ქართველი ერისა, სამუდამოდ არ დაკარგულიყო და გამქრალიყო!
ამ რთულ დროს მტკიცედ ვდგავართ იმ მოქალაქეებთან ერთად, რომლებიც იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას და ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენთვის მიუღებელია ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ თავისი მოქალაქეების მიმართ ახორციელებს. თითოეული ჩვენგანის არჩევანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს, მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და დაუყოვნებლივ გადახედოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.
მარინე ჭკადუა დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.