მოვითხოვთ მე-15 საჯარო სკოლის აღდგენას

მოგესალმებით, ამ პეტიციის შედგენის მიზანია ავსახოთ რეგიონალური მხარდაჭერა გლდანი- ნაძალადევის ტერიტორიაზე არსებული ავარიული სკოლის აღდგენის შესახებ. ახლა კი მოგახსენებთ მცირეოდენ ისტორიულ წინასიტყვაობას ამ დიდებული სკოლის შესახებ.
მე-15 სკოლა 1957 წელს გაიხსნა რომელიც ღრმაღელის 8 წლიანი სკოლის ბაზაზე შეიქმნა,შემდეგ კი სკოლას ეწოდა ქ. თბილისის მე–15 საშუალო სკოლა ,რომლის დირექტორად მუშაობდა ამირან მათითაშვილი.ხოლო სასწავლო ნაწილის გამგეებად მუშაობდნენ ვლადიმერ ჭუმბურიძე და გ.შეყლაშვილი.

ბატონი ამირან მათითაშვილი წლების მანძილზე ღირსეულად ხელმძღვანელობდა სკოლის პედაგოგიურ შემადგენლობას. გასაკვირი არაა,რომ დღესაც მე–15 სკოლას სიყვარულით „ამირანის სკოლას „ უწოდებენ.

წლების განმავლობაში სკოლაში მუშაობდა რუსულ–ქართული სექტორი, მოსწავლეთა რაოდენობა კი ორი ათასს და მეტს აღწევდა. მეცადინეობა სკოლაში ოთხ ცვალში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა,დისციპლინისა და აკადემიური მოსწრების მიხედვით სკოლა ერთ–ერთი პირველი იყო არა მარტო ქალაქში, შეიძლება ითქვას რესპუბლიკაშიც.

მეცადინეობა სკოლაში ოთხ ცვალში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა,დისციპლინისა და აკადემიური მოსწრების მიხედვით სკოლა ერთ–ერთი პირველი იყო არა მარტო ქალაქში, შეიძლება ითქვას რესპუბლიკაშიც. ამაში მოწმობს იმ პერიოდში მიღებული გარდამავალი დროშები და ვიმპელები,განათლების სამინისტროს სიგელები,გასული წლების წარმატებებში ღირსეული წვლილი მიუძღვის სკოლის მთელ პედაგოგიურ კოლეკტივს, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით და საქმის დიდი სიყვარულით.

სკოლას წლების განმავლობაში ჰყავდა ღირსეული სასწავლო ნაწილის გამგეები:

კ.გიორხელიძე, მ.ბურდილაძე, ი.კაპანაძე.

1983 წელს, სკოლის დამსახურებულმა მასწავლებელმა რუსუდან ელიზბარაშვილმა საკუთარი სახსრებით გახსნა იაკობ გოგებაშვილის სახელობის მუზეუმი. გახსნას ესწრებოდნენ განათლების სამმართველოს უფროსი მამია გოგიტიძე,მაშინდელი ლენინის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდისტები,აგრეთვე განათლების განყოფილების გამგე გურგენიძე,მინისტრის მოადგილე მანანა კობახიძე,ვახტანგ გორგანელი,ქალაქისა და რაიონის სკოლის მასწავლებლები.

1984 წელს ჩატარდა რესპუბლიკის სკოლების მუზეუმების დათვალიერება,სადაც გამარჯვებისათვის მუზეუმი დაჯილდოვდა ქების სიგელით.1984 წელს მუზეუმის გახსნის 1 წლის თავზე,ჩატარდა ღონისძიება დევიზით:“იაკობ გოგებაშვილის მოამაგენი“.მოწვეულნი იყვნენ ბ–ნები ვალერიან რამიშვილი,უშანგი ობოლაძე,ზურაბ ბოცვაძე,დედაენის ავტორების ბურჯანაძისა და ბოცვაძის შთამომავლობა.ბ–ნმა ვალერიან რამიშვილმა და უშანგი ობოლაძემ ჩანაწერები გააკეთეს შტაბეწდილების წიგნში.მუზეუმი დაათვალიერეს ქალაქისა და რაიონის სკოლებმა.ექსკურსიაზე ივნენ გულრიფშის რაინის მასწავლებლები.

1987 წელს სკოლას დირექტორი შეეცვალა. სკოლის დირექტორი რომან მოსეშვილი გახდა. სკოლის პედაგოგიურ შემადგნელობას კი ბევრი ახალგაზრდა მასწავლებელი შეემატა.სკოლაში მოსული ახალგაზრდა პედაგოგების უმრავლესობა მე–15 საშ. სკოლის გაზრდილები არიან.ისინი ღირსეულად ამოუდგნენ თავის ყოფილ პედაგოგებს გვერდში.

სკოლა მუშაობდა კაბინეტურ სისტემაზე.ყველა დარგში მოწყობილი მექანიზებული კაბინეტ–ლაბორატორიები.წლების განმავლობაში სკოლის უფროსი კლასები აქტიურად მონაწილეობდნენ სოფელ ძევერის სოფლის მეურნეობის საქმიანობაში,რისთვისაც რესბუპლიკის სიგელიც დაიმსახურა.

ჩვენ, სანზონის მოსახლეობა მოვითხოვთ სკოლის ფუნქციის დაბრუნებას და მის დაუყოვნებლივ აღდგენასcropped-dsc_09241.jpg

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ ანონიმური შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...