მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს

მანანა

/ #51 მხოლოდ წყევლამ შეგვაშფოთა?

2013-11-07 18:26

ვფიქრობ, ეს პეტიცია არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ ერთ ადამიანს, კერძოდ, ბართლომე ფირცხალაშვილს. მხოლოდ წყევლამ შეგვაშფოთა? მამა იობის შიშის მომგვრელ და სასოწარკვეთილების დამთესველი ქადაგებები ნაკლებად შემაშფოთებელია? მიმაჩნია, რომ პეტიცია უნდა ეხებოდეს ეკლესიაში არაქრისტიანულ და კაცთმოყვარეობის შემლახველ მქადაგებლებს, რომლებიც, ერთის მხრივ, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შუღლს აღვივებენ ხალხში, მეორეს მხრივ - აბსურდული არგუმენტებით შიშსა და უიმედობას უნერგავენ მათ. ხალხის მართვის ეს მეთოდები აშკარაა და მოძველებულია! ერთი ღვთისმსახურის განკვეთა საქმეს არ უშველის. პეტიციას თემის გაფართოება სჭირდება!