2014 - წიგნიერების წელი საქართველოში

 

http://www.picz.ge/img/s1/1311/20/c/c0f8b4753f89.jpg

 

2014 - წიგნიერების წელი

 

საქართველოს პრეზიდენტს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს

 

საქართველოს მოქალაქეთა მიმართვა

 

საქართველოში მწიგნობრობის კულტურას თხუთმეტსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, დღეს ქვეყანაში წიგნიერების დონე საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს, აუცილებელია, შემუშავდეს გრძელვადიანი პროგრამა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება როგორც ადგილობრივი საჭიროებები, ისე წიგნიერების განვითარების სფეროში დაგროვილი მსოფლიო გამოცდილება.

ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ადმინისტრაციასთან, რომ 2017 წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყოს წარმოდგენილი ამ უდიდეს ფორუმზე. ერთი მხრივ, ეს ფაქტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას მსოფლიო კულტურულ პროცესში, მეორე მხრივ, ამით საქართველო იღებს ვალდებულებას, განავითაროს წიგნიერებასთან დაკავშირებული პროგრამები, ხელი შეუწყოს შესაბამის ინიციატივებს და მაქსიმალურად ჩაერთოს საერთაშორისო ღონისძიებებში.

მიგვაჩნია, რომ საქართველოში 2014 წლის წიგნიერების წლად გამოცხადება შესაძლებელს გახდის სამოქალაქო ინტერესის ფოკუსირებას განათლებისა და კულტურის საკითხებზე. ვიზიარებთ გამომცემლობა „დიოგენეს“ ინიციატივას, რომ შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა განიხილონ წინადადება და მიიღონ გადაწყვეტილება 2014 წლის წიგნიერების წლად გამოცხადების შესახებ.

 


გამომცემლობა დიოგენე    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.