ხაშურ სურამის გაუქმებულ ლიანდაგზე გაკეთდეს ბულვვარი ველობილიკებით.

unnamed83.jpgყურადღება!!!
ხაშურიდან სურამში მიმავალი ლიანდაგი უფუნქციოა.სურამის ყოფილი რკინიგზის სადგური. მიტოვებული და გაპარტახებული. სანაგვედ ქცეული ადგილი, რომელიც არავის ჭირდება წლებია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მთავრობა დიდ და სტრატეგიულ გათვლებს აკეთებს ტურიზმზე. სურამის სადგურისა არ იყოს ეს თემაც არავის აინტერესებს და სურამიც დაახლოებით ისეთ მდგომარეობაშია, როგორც მისი რკინიგზის სადგური.
ამასაც რომ თავი დავანებოთ და ჩვენ უბრალო ხალხმა უნდა  ვიმსჯელოთ, ჩვენ ვისაც გვტკივა და გვიყვარს ჩვენი ქალაქი.
წლების განმავლობაში არცერთ ხელისუფლებას ხაშურისთვის არაფერი გაუკეთებია თვალსაჩინო.
ჩვენ ხაშურის მოსახლეობა ვითხოვთ, ხაშურიდან სურამამდე სადაც გაუქმებული ლიანდაგია მოეწყოს ბულვარი ველო ბილიკებით. თუ ეს პროექტი განხორციელდება ხაშურ სურამის განვითარებაც დაიწყება.ბულვარის გასწვრივ მიეწყობა უამრავი ბიზნეს ფართები სადაც ხალხიც დასაქმდება და შემოსავალი გაუჩნდება მოსახლეობას.

ხაშურსა და სურამში ტურიზმის განვითარებისთვის ეს პროექტი იქნება უნიკალური.


ზაზა მეხრიშვილი(სამოქალაქო აქტივისტი)    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ ზაზა მეხრიშვილი(სამოქალაქო აქტივისტი) შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...