ვეტკლინიკის გახსნა წალკაში

                             პეტიცია

წალკის მუნიციპალიტეტში მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის ჰუმანურად მართვის ღონისძიებათა გასატარებლად.    

მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება ჩვენს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მწვავე ვითარებაა წალკის მუნიციპალიტეტში. ბოლო წლებში, მკვეთრად იმატა ქუჩაში მიუსაფარ ძაღლებთა რაოდენობამ. მათ არ აქვთ საკვები, თავშესაფარი და ამ საკითხების მოგვარება ცალკეული ენთუზიასტებისა და ცხოველთა დამცველების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ამას ემატება ცენტრალური გზატკეცილის მიმდებარედ მძღოლთა მიერ დატოვებული უამრავი ლეკვი, რომლებიც სასიკვდილოდ არიან განწირულნი და მათი უმეტესობა ავტოავარიის მსხვერპლი ხდება. ქალაქის ცენტრში მიუსაფარი ძაღლები უკვე ხროვებად გადაადგილდებიან. ადამიანებზე, მათ შორის ბავშვებზე მათი თავდასხმის შემთხვევები თითქმის ყოველდღიურ ამბად იქცა, რაც პოპულაციის მთავარ სფეროში არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

მდგომარეობის გამოსასწორებლად, ორგანიზაციამ „ენიმალ რესქიუ ჯორჯია“, გალფის,  EMD ჯგუფის და ევროკავშირის პროექტის  “ეს წალკაა” ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა სამი მასშტაბური აქცია, რომლის ფარგლებშიც გასტერილდა და ანტირაბიული ვაქცინით აიცრა 70 ძაღლი და 30 კატა, დაიდენტიფიცირდა 70 ძაღლი. მაგრამ ეს ზღვაში წვეთია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.

მოგეხსენებათ, ჩვენი რეგიონი მზარდი ტურისტული ზონაა და, რა თქმა უნდა, ჩამოსული ტურისტისთვის უკონტროლოდ მოსიარულე მიუსაფარი ძაღლებისაგან თავდასხმის ალბათობა, უმართავი პარაზიტოლოგიური, რაბოლოგიური, სანიტარულ-ჰიგიენური მოცემულობა მაღალი რისკის შემცველი და ტურისტული ბიზნესის განვითარებასთან  მკვეთრად შეუთავსებელია.

როდესაც გასტერილებული, ვაქცინირებული და ყურზე საჭიდიანი ცხოველები გადაადგილებიან ქუჩაში, ეს ყოველთვის იწვევს ტურისტების აღფრთოვანებას. მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ცოცხალი არსებების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების შემცველი გარემო და არა ისეთი, როგორსაც ჩვენ ვთავაზობთ.  

მდგომარეობა კრიტიკულია! სასწრაფოდაა ზომები მისაღები, რათა პროცესმა, საბოლოოდ, უმართავი ხასიათი არ მიიღოს. წალკის მუნიციპალიტეტში ცხოველთა პოპულაციის ჰუმანურად სამართავად დაუყოვნებლადაა ქმედითი ნაბიჯები გადასადგმელი.  

არსებობს პროფესიონალი ვეტერინარების, ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების მიერ მსოფლიოში აღიარებული პოპულაციის მართვის სრულიად მკაფიო სქემა, რომელიც ერთდროულად ეფექტური და ჰუმანურია: 1.     უსახლკარო ცხოველების დაჭერა, დროებით გადაყვანა თავშესაფარში ან ვეტერინარული მომსახურების ცენტრში; 2.     სტერილიზაცია - ვაქცინაცია, ყურზე საჭდის დამაგრება აღრიცხვის მიზნით 3.     უკან დაბრუნება

ამ მეთოდს არ აქვს ალტერნატივა, რადგან ცხოველთა კვლა არ იძლევა არანაირ შედეგს, არაჰუმანურობაზე რომ არაფერი ვთქვათ.          

ქვეყნის ევროპული არჩევანის ფონზე, უსახლკარო ცხოველების პოპულაციის მართვის არსებული პოლიტიკა სრულიად შეუსაბამოა ევროპულ გამოცდილებასთან და ღირებულებებთან.          

ქვემორე ხელისმომწერი მოქალაქეები მოვუწოდებთ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რათა განიხილონ ჩვენს პეტიციაში დასმული საკითხები და მუნიციპალიტეტში შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის გამოსასწორებლად გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები: 1.     მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მკვეთრად უნდა გაიზარდოს დაფინანსება მიუსაფარი ცხოველების პრობლემის გადასაწყვეტად; 2.     ამ თვალსაზრისით, მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, უნდა ჩატარდეს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, დარგის პროფესიონალი სპეციალისტების უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით; 3.     ქ. წალკაში უნდა შეიქმნას სპეციალური, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ვეტკლინიკა, რათა მოსახეობას ადგილზე მიეწოდოს სტერილიზაცია - კასტრაციის, იდენტიფიკაცია - ვაქცინაციის სერვისები.

ვიმედოვნებთ, რომ სამოქალაქო სექტორის და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის სასიკეთო შედეგს მოიტანს. დაცული ცხოველი ნიშნავს დაცულ საზოგადოებას!


ნინო წერედიანი (წალკის ახალგაზრდული იდეის მიერ დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი)    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ ნინო წერედიანი (წალკის ახალგაზრდული იდეის მიერ დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი) შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ ამ ინფორმაციას საჯაროდ ონლაინში არ ვაუწყებთ.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...