პეტიცია ბათუმის ყოფილი ფოსტის შენობის განადგურების წინააღმდეგ

"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ისტორიულ უბნებში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილეები ალექსანდე მარგიშვილი, მარინე მიზანდარი, ასევე მოწვეული სტუმრები - არქიტექტორ-ურბანისტები, ხელოვნების ისტორიკოსები, „ICOMOS საქართველოს“ წევრები, „თბილისის ჰამქარი“, იურისტები, არქიტექტურის მკვლევარები, თბილისის მერიის თანამშრომლები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. კულტურის სამინისტროში დისკუსიის მოანწილეებმა ისტორიულ თბილისში შესაჩერებელი მშენებლობების შესახებ დეკლარაცია შეიმუშავეს და შენობა-ნაგებობების სრული სია მერიას გადაუგზავნეს. მათ შორისაა ბათუმის ფოსტის შენობა და თოჯინების თეატრი." http://www.for.ge/view.php?for_id=18913&f_cat=1&a_title=%60saswrafod+SesaCerebeli+mSenebare+obieqtebis+nusxa+Sedgenilia

 

ორი კვირის წინ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის სახელზე შევიტანე წერილი და დავურთე ჩვენი პეტიცია 700-ზე მეტი ხელმოწერით. ერთი კვირის წინ პასუხად მივიღე დაახლოებით ზემოთა ციტატის შინაარსის წერილი. საბედნიეროდ მშენებლობა შეჩერებულია. მადლობა ყველას აქტიურობისათვის

 

თხოვნა იქნება, მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს პეტიცია.

http://s019.radikal.ru/i601/1204/39/d6c612a01bc4.jpg

ძველი ბათუმი თანდათან კარგავს თავის ისტორიულ სახეს, ნადგურდება ბევრი არქიტექტურული შედევრი, ბათუმის სიმბოლოები. დღეს, ბათუმის უმთავრესი სიმბოლოს, ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი ნაგებობის - ყოფილი ფოსტის შენობის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია: შენობა პრაქტიკულად "გამოშიგნეს" და ჯერ მხოლოდ ფასადი დატოვეს, მალე დაიწყებენ რამდენიმე სართულის დაშენებას და საბოლოოდ დაამახინჯებენ ძეგლს. ჯერ კიდევ შესაძლებელია მისი გადარჩენა. დარწმუნებული ვართ, არა ერთ თქვენგანს მოსწონს ეს შენობა და გული შესტკივა მის ბედზე, ამიტომ ყველას, ვინც ეწინააღმდეგებით ამ ვანდალურ აქტს, გთხოვთ შეუერთდით პეტიციას.

თითოეული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული ძეგლი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მის გადასარჩენად დავხარჯოთ 1-2 წუთი და შევეცადოთ მის გადარჩენას!

Save Batumi Post Office- one of the oldest and most beautiful buildings in the town!

Batumi is located in a beautiful country Georgia and has small but architecturally very specific old town. Unfortunately a lot of historical buildings were disfigured, others were destroyed. One of the oldest and most beautiful buildings in Batumi - Post Office is going to be destroyed. Please sign this petition and help us to stop violation in old Batumi and save Post Office.

Поддержите петицию в защиту бывшего здания почты - одного из самых старых и красивых зданий в городе Батуми

Батуми город маленький и сравнительно молодой, но его исторический центр богат специфической архитектурой, которой, к сожалению, грозит опасность псевдореставрации. Многие из красивых зданий потеряли свой первозданный облик, другие "легли под бульдозеры". Сегодня в опасности оставшийся фасад (!) одного из самых старых и красивых зданий города, которое собираются окончательно изуродовать. Поддержите петицию против вандализма и тем самым помогите спасти историю города.

 

თხოვნა იქნება, მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს პეტიცია.