მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს

ბიბლიური

/ #52

2013-11-07 19:28

დიდი რჯულისკანონი
მოციქულთა კანონები 58

თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა არად ჩააგდოს სამღვდელო მწყობრი და ხალხი და არ ასწავლოს მათ კეთილად მსახურება, მღვდლობა აეკრძალოს. თუ ამის შემდეგაც იზარმაცოს და არ შეასრულოს თავისი მოვალეობა, განიკვეთოს.


ბალსამონი: ეპისკოპოსი არის მოძღვარი; ამიტომაც, ყოველი ეპისკოპოსი უნდა ასწავლიდეს ერს ღვთისმოსაობის დოგმატებსა და მართლმადიებლური ცხოვრების წესებს. რადგან ის დაყენებულია ერის მეთვალყურედ, რის გამოც იწოდება იგი ეპისკოპოსად. მღვდლებიც ამდაგვარნი უნდა იყვნენ, რადგან ისინიც ეპისკოპოსის მაღალ კათედრის ახლოს სხედან. ამრიგად, ეპისკოპოსი და მღვდელი, რომელიც იზარმაცებს და მისდამი მიბარებულ ერს არ ასწავლის უზიარებელ იქმნებიან, ხოლო თუ არ გამოსწორდებიან, დაემხობიან თავიანთი პატივისგან. მღვდლები ასწავლიან ეპისკოპოსის ნებართვით, და არა თვითნებურად.