პეტიცია საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროსთვის სტატუსის აღდგენაზე


Guest

/ #180

2014-04-24 05:59

სამარცხვინოა რომ ქართველები უწყობენ ხელს საკუთარი ისტორიის და მემკვიდრეობის ნგრევას და განადგურებას, ისევე როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ჩვენი ქვეყნის არსებობის ისტორიაში. ის რასაც სხვა ქვეყნები ერთსულოვნად დაიცავდნენ და ყველანაირად შეეწინააღმდეგებოდნენ მის ხელყოფას, აქ პირიქით, ისევ ქართველი-მანქურთები და ვერცხლისმოყვარულები ყველანაირად ცდილობენ ან მიჩქმალონ ისტორიული ჭეშმარიტება და საამაყო მემკვიდრეობა ან სულაც გაანადგურონ!!!
მივესალმები რომ სხვა ქვეყნები დიდ ძალისხმევას არ იშურებენ ამ იტორიულ-კულტურული ძეგლის გადასარჩენად. ასევე მივესალმები და მხარს ვუჭერ იმ ადამიანებს ვინც იქ რჩებიან და დღისით და ღამით ცდილობენ დაიცვან ნამდვილად საამაყო ისტორიული მემკვიდრეობა.
იქედან გამომდინარე რა კატეგორია „ადამიანებისა“ და ვინ მართავს RMG Gold-ს სამწუხაროა მაგრამ გასაგები რომ ამ კომპანიისთვის მთავარია კიდევ უფრო ბევრის მოხვეჭა, ყველას მოსყიდვა და ყველაფრის გაკეთება, რომ ვინმესგან ხელი არ შეეშალოს და წინააღმდეგობა არ შეხვდეს და ასეთებს საერთოდ არ აინტერესებს ქვეყანა, მისი ისტორიული წარსული, მისი კულტურული მემკვიდრეობა და ასე შემდეგ და ასეთი მცნებები უცხო და მიუღებელია მათთვის, მაგრამ სამარცხვინოა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მინისტრის და მათ მიერ შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პოზიცია, რომლებიც იმის მაგივრად რომ დაიცვან და შექმნილ ვითარებაში ყველაფერი გააკეთონ ძეგლის და ძეგკლების დასაცავად, ყველაფერს აკეთებენ რომ ხელი შეუწყონ ამ პრობლემის მიჩქმალვას იგნორირებას და შედეგად ძეგლის განადგურებას. ასევე სამარცხვინოა მთელი ხელისუფლების პოზიცია ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ძეგლთან დაკავშირებით, რადგან ამით კარგად ჩანს მათი დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს, მისი ისტორიის, წარსულის და ხალხის მიმართ!!!