პეტიცია ვარდების მოედანზე საბაგირო სადგურის პროექტის შეჩერების შესახებ

ipantro

/ #1

2014-11-07 14:34

ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ საკითხის სწორად შეფასება. აღნიშნულ ადგილას, ვარდების მოედანზე, მსგავსი კონსტრუქციის გამართვა არსებულ გამჭოლ ხედს დახურავს და მოედანზე არსებულ სივრცეს დაანაწევრებს. შესაბამისად ნამდვილად ღირს ამ პროექტისაგან თავის შეკავება. მეორეს მხრივ, ძველი საბაგიროს შენობა იმდენად ლამაზი და საინტერესო არქიტექტურული ნიმუშია, რომ მისი უფუნქციოდ დატოვება დასანანი იქნებოდა. იმედი მაქვს მერია და დამფინანსებელი მორიგდებიან და ყველაფერი წარმატებით დასრულდება.