განცხადება გიგანტური ჰესების წინააღმდეგ


Guest

/ #69 Re: Re: "ქართველს"

2012-10-18 14:49

#68: - Re: "ქართველს"

ონლაინ პეტიცია თუ შეგიქმნიათ რომელიმე საკითხზე???? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ აქ შეუძლებელია ყველა არგუმენტის მოყვანა, ამიტომაც იწერება ძირითადი მესიჯი, რომლის უკან მთელი რიგი კვლევებია ჩატარებული...http://greenalt.org/ აი აქ შებრძანდით და გაეცანით ჩვენს კვლევებს, როგორც უშუალოდ ხუდონთან ასევე სხვა დიდ ჰესებთან მიმართებაში და იმედია ამის შემდეგ ასეთ შეურაცხმყოფელ პოსტებს აღარ დადებთ.... მწვანე ალტერნატივა არაა ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ყვირის, პირიქით ჩვენ მუდმივად გამოსავალს ვეძებთ და ვთავაზობთ სახელმწიფოს (სხვა საკითხია ვინ გვისმენს და ვინ არა)...ამიტომ თუ კითხვა არ გეზარებათ ჯერ კარგად გაეცანით ჩვენს კვლევებს და მერე ისაუბრეთ ასე (თუ კიდევ გექნებათ ამის სურვილი)...

რა შემოსავლებს მივიღებთ ჰესებიდან ძალიან კარგად ჩანს თელასის მაგალითზე და აღარ მინდა ამაზე საუბარი (მოგების გადასახადს ვგულისხმობ); საბალანსო ღირებულებაზე და ქონების გადასახადზე, ინვესტორი გეგმავს წელიწადში 3-5 მილიონის გადახდას ხუდონზე და მემგონი 1 მილიარდის 1%-ზე ნაკლებია არა? მოდით ბუღალტერს მიმართეთ ამ საკითხებში, ისეთს რომელიც ასეთ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ, ანაც ყოფილ ენერგო ომბუცმენს დათო ებრალიძეს, რომელიც სხვათაშორის ხუდონის და დიდი ჰესების მომხრეა, მაგრამ ხელშეკრულებების წაკითხვის შემდეგ ამ პროექტებს ჩვენი რესურსების განიავება უწოდა....

მემგონი მე-5 კლასელის ლოგიკის პასუხი მიიღეთ... ეს პეტიცია პირადად ჩემი შექმნილია და პანიკა კი არც თუ უსაფუძვლოა.... რას ნიშნავს რა მოხდა თუ საერთაშორისო ფასზე ოდნავ იაფად შევიძენთ დენსო??? თქვენ იცით რა ჯდება დღეს ელ.ენერგია საქართველოში? 2 თეთრი; რამდენს ვიხდით? 17 თეთრს...ახლა თქვენ თვითონ გადაითვალეთ საერთაშორისო ფასზე ოდნავ იაფი დენი ჩვენამდე რამდენ თეთრად მოვა და მერე თქვით რომ პრობლემას ვერ ხედავთ...

ვინ თქვა საერთოდ რომ ჰესებია ძირითადი გამოსავალი და თუ ჰესები არ აშენდება გამოქვაბულებში ვიცხოვრებთ?? რის საფუძველზე ამბობთ ამას??? თქვენი აზრით, საჭიროა, თუ არა ქვეყანა სანამ რაიმეს განახორციელებს ამ სექტორში, ჯერ დაწეროს ამ სექტორის სტრატეგიული განვითარების გეგმა, სადაც განსაზღვრული იქნება, სად ვართ, სად მივდივართ და რა გვინდა ამ სექტორისგან??? ქვეყანას ააქვს თქვენი აზრით დღეს ასეთი გეგმა???? არა...

წინა პოსტსიც დავწერე და ახლაც ვიმეორებ არცერთი ჰესი არ მუშაობს თავის დადგმულ სიმძლავრეზე...ამის გადამოწმება ძალიან ადვილია... ამიტომ სანამ ახალ ჰესებზე ვიფიქრებთ ხომ არ აჯობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს არსებულ ჰესებს? რეაბილიტაციაში ვგულისხმობ რეზერვუარების ნატანისგან განთავისუფლებას, რაც არამარტო გაზრდის ჰესის სიმძლავრეს დადგმულ სიმძლავრემდე, არამედ გაახანგძლივებს ამ ჰესების სიცოცხლესაც...არ არის იაფი სიამოვნება ეს ღონისძიება, მაგრამ გაცილებით იაფია, ვიდრე ახლის აშენება....რაც მთავარია ქვეყნის ენერგო სისტემას გაცილებით მოკლე დროში შემოვა დამატებით 1000 მვტ-ზე მეტი...ხოლო თუ უფრო საფუძვლიანი რეაბილიტაცია ჩატარდება და მოხდება არსებული ტურბინების შეცვლა უფრო მძლავრი ტურბინებით საერთოდ შეიძლება გაორმაგდეს კიდევაც სიმძლავრე...ძვირია მაგრამ ახლების აშენებაზე გაცილებით იაფია.... ენგურზე არის 5 260 მეგავატიანი ტურბინა, არადა ცნობილია, რომ ძალიან რეალურია მათი შეცვლა უფრო მძლავრებით (ალბათ სამანქანო დარბაზის მოდიფიკაცია დაჭირდება, მაგრამ ეს ტექნიკური საკითხია და შეუძლებელი სრულებით არაა) ენგურის სიმძლავრის მომატება თავისუფლად შეიძლება; ეს ერთი რეალური ალტერნატივა;

მეორე ეს არის ენერგო სექტორის ნაწილობრივი დეცენტრალიზაცია, ანუ უფლების მიცემა მცირე ჰესებისთვის შუამავლების გარეშე მიაწოდონ ელ.ენერგია მის გარშემო და ახლომახლო დასახლებებს, რაც არამარტო გააიაფებს ელ.ენერგიას მოსახლეობას, არამედ დატვირთვასაც მოხსნის, და ცენტრალიზებული კი დარჩება დიდი და საშუალო ჰესები და საჭიროების შემთხვევაში მიაწოდებენ დენს მთელს მოსახლეობას როცა მცირე ჰესების გამომუშავება არ იქნება მაქსიმუმზე;

რაც მთავარია კიდევ: ეს არის ენერგოეფექტურობა და ენერგოეფექტური ღონისძიებების ხელშეწყობა სახელმწიფოს მიერ; რადგან დენზე ვსაუბრობთ, უხეში დათვლებით ეკონათურების პროგრამის განხორციელება სახელმწიფოს მიერ მხოლოდ თბილისში მოგვცემდა 300 მგვტ ენერგიის გამოთავისუფლებას; შენობების დათბუნებაზე არაფერს ვამბობ, რაც დამატებით შეუმცირებდა მოსახლეობას დაახ. 40%-ით გაზის მოხმარებას (არიან ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაკავებულები);

განახლებადი ენერგიის წყაროები მზე, ქარი და ა.შ. რათქმაუნდა სახელმწიფო სუბსიდირების პირობებში არც ისე ძვირი და ხელმიუწვდომელი არ იქნებოდა მოსახლეობისათვის და ამის ნათელი მაგალითია გერმანია 22გვტ/სთ ახალი განახლებადი ელ. ენერგია გაიტანა ექსპორტზე 2011 წელს. ჩვენს პოტენციალს რაც შეეხება შებრძანდით ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე;

"ბუჩქებს" რაც ეხება: ბუჩქებად მიგაჩნიათ ხელუხლებელი და უნიკალური 1000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივები სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში???? გარდა იმისა რომ ამას ვკარგავთ, კიდევ ეწირება ეკოტურიზმი ამ ყველაფერს, რაც არავის დაუთვლია, ამას ეწირება მესტიის სათხილამურო კურორტი; ამას ეწირება ეკლესიები; შუასაუკუნეების და ახალი სასაფლაოებიც და ხალხს პირდაპირ ეუბნებიან რომ ამოთხარეთ თქვენი შვილები (მოგეხსენებათ სვანეთში ყველაზე მეტი შვილმკვდარი ოჯახი ცხოვრობს)და სადაც გინდათ იქ დაასაფლავეთო და არანაირი პროტესტის გრძნობა არ გიჩნდებათ??? თუ ასეა თქვენთან სალაპარაკო არ მქონია საერთოდ;

პლანეტის განადგურებას რაც შეეხება: აქაც ცდებით ძალიან; შეიძლება საბჭოთა კავშირის დროს არ იცოდნენ და არც აინტერესებდათ, მაგრამ 2000 წელს კაშხლებზე მსოფლიო კომისიამ დაადგინა რომ 100 მეტრის და მეტი სიმაღლის კაშხლები არის პირდაპირ მაპროვოცირებელი მიწისძვრების; ჩვენს პირობებში კი ყველა დიდი ჰესი სწორედაც რომ სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს; გარდა ამისა რეზერვუარების გამო, სასუალო ტემპერატურა გაიზრდება 2,3 გრადუსით და ნენსკრას და ხუდონის მდებარეობიდან გამომდინარე ჩავთვალოთ, რომ მყინვარები 2-3 წელიწადსი მაქსიმუმ აღარ იარსებებს კავკასიონის ამ ნაწილში და შესაბამისად კატასტროფუად შემცირდება წყლის ხარჯი ენგურს, ნაკრას, ნენსკრასა თუ ხაიშურაში და რითი აპირებთ მერე რეზერვუარების შევსებას???? შავ ზღვაზე არაფერი თქვათ ოღონდ, რადგან სვანეთი პრაქტიკულად ქვაბულში მდებარეობს და შავ ზღვას დიდი გავლენა კლიმატზე არასდროს მოუხდენია აქ, მაგრამ საკმარისი იყო ენგურჰესი და ხალხი სარეცხს ვეღარ აშრობს და კარტოფილი მიწაში ულპებათ არამარტო ხაიშში სხვათასორის...არაფერს ვამბობ იმაზე რომ მესტიაში თოვლს ხელში ვერ დაიჭერ ეგრევე დნება; რამდენიც არ უნდა თქვათ, რომ არ იმოქმედებს, ფაქტია რომ მოქმედებს....

და ბოლოს პროექტებს ასენებენ ოფშერულ ზონებში რეგისტრირებული საკმაოდ გაურკვეველი და გამოუცდელი კომპანიები და ჰესის სირთულიდან გამომდინარე შეცდომა შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს...კომუნისტებმა ვერ მოახერხეს წესიერად ენგურჰესის აშენება და ბოლომდე დასრულება და ესენი....