ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად


Guest

/ #119 Re:

2013-02-02 15:25

#113: ირაკლი მ. -

თუ თქვენს აზრს არ ვეთანხმები არ ნიშნავს რომ თქვენზე გაბოროტებული ვარ. რაც შეეხება იმას რომ მწვანე ალტერნატივა არ იღებს დაფინანსებას კომერციული სტრუქტურებიდან, სუსტად რომ ვთქვათ, არამართებულია. შეიძლება ბევრს არ ახსოვს, თუმცა ბევრსაც გაახსენდება მწვანე ალტერნატივას ატეხილი აჟიოტაჟი "მადნეულის" გარშემო. იწერებოდა და იწერებოდა გაუთავებლად: თუ რა ზიანს აყენებს ეს საწარმო ქვეყანას ბუნებას და ასე შემდეგ. რაშიც მე აბსოლუტურად გეთანხმებით. თუმცა მას მერე რაც მწვანე ალტერნატივამ მონიტორინგის "უფლება" მიიღო, მას მერე მისი პოზიცია არავის გაუგონია. რა ახლა აღარ აყენებს ბატონო ირაკლი? თუ მადნეულიც "მწვანე" გახდა?? საქართველოში ვცხოვრობთ და ვიცით, რომ დაფინანსების მიღების არაპირდაპირი გზებიც არსებობს