ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად


Guest

/ #250

2013-02-07 10:34

მწვანეებს უნდათ განხილვა. ენერგეტიკის სამინისტრომ უკვე შესთავაზა ფორმატი განხილვის. იწვევს მათ ყოველთვის, სადაც შეუძლიათ აზრის გამოთქმა და ამ მუშა პროცესში ჩართვა მაქსიმალურად. თუმცა როგორც ჩანს ესეც არაა საკმარისი. პეტიცია ეხება იმას რომ შევაჩეროთ ჰესების მშენებლობა სანამ არ გაირკვევა ყველაფერი და საზოგადოება თავის აზრს არ გამოთქვამსო, სანამ არ ავწონ-დავწონითო. შეიქმნა ასეთი ასაწონ-დასაწონი ფორმატი. ვისაც ეკუთვნოდა თან იმან შექმნა. მაგრამ ძალიან უცნაურია რომ მწვანეები ამ ფორმატსაც არაფრად აგდებენ. იქნებ იმის ბრალია, რომ არ უნდათ სხვისი აზრის მოსმენა და ისევ თავისას აწვებიან. იქმნება იმის შთაბეჭდილება რომ არ ჰყოფნით არგუმენტები თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად და დასამტკიცებლად. გააჟღერონ თავისი აზრი აქტიურად და ნუ ეგონებათ, რომ პროფესიით არაენერგეტიკოსებს იმდენი ცოდნა აქვთ, რომ არავის მათი გაგება არ შეუძლია საქართველოში. რომ მხოლოდ მათი სიმართლეა ანგარიშგასაწევი, ხოლო თუ არ ეთანხმები, მტერი ხარ ქვეყნის და ბუნების. ძალიან არ მინდა ასე იყოს, მაგრამ მართლა ასე დგას საკითხი. თუ არ ვეთანხმები მწვანეებს, თავი ქვეყნის მტერი მგონია. ჩემი ბრალი არაა რომ მათი არგუმენტები არასაკმარისი მგონია.