დავეხმაროთ გარდაცვლილი პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს!

2015 წლის 4 აპრილს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ხელისუფლების მიერ შეწყალებული და ამნისტირებული რეციდივისტი კრიმინალის ტყვიამ იმსხვერპლა 28 წლის პოლიციელი, ბექა მარგიშვილი.

ცნობილია, რომ მარგიშვილების ოჯახს არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი ფართი.

მივმართავთ საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, დაუშვას შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დამატებითი სახსრები, რათა სამინისტრომ შეიძინოს დაღუპული თანამშრომლის ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინა, როგოც მცირედი კომპენსაცია ქვეყნის სამსახურის დროს გაწირული სიცოცხლისათვის.