არ გაიყიდოს აუქციონზე დ.ფასანაურის ყოფილი საავადმყოფოს შენობა!

    ფასანაურის საუბნო საავადმყოფო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში აშენდა მისი ყოფილი მთავარი ექიმის ,აწ განსვენებული ნინო ჩოხელის დიდი ძალისხმევით.დღეს ფასანაურის საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს,შენობა კი სავალალო მდომარეობაშია.მიუხედავად იმისა,რომ შენობის კონსტრუქცია საკმაოდ მყარია,მოუვლელობა და უპატრონობა საავადმყოფოს დანგრევის პირას მიიყვანს.ადგილობრივი მოსახლეობის არაერთი წერილისა და მოთხოვნის მიუხედავად,სახელმწიფო საავადმყოფოს გასასხვისებელ ობიექტთა ნუსხიდან არ ხსნის.ფასანაურელთა მოთხოვნაა,ყოფილი საავადმყოფოს შენობა დარჩეს სახელმწიფო ბალანსზე,მის ერთ მეოთხედში განთავსდეს 10 ავადმყოფზე გათვლილი დღის სტაციონარი,დანარჩენი სამი მეოთხედი კი გადაეცეს ვეტერანთა დეპარტამენტს,ვეტერანთა სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად.დღევანდელი პანდემიიდან გამომდინარეს ცხადია,რაოდენ მნიშვნელოვანია შენობას სამედიცინო დანიშნულება შევუნარჩუნოთ და მას ძველი ფუნქცია აღვუდგინოთ.ეს არამარტო ფასანაურის ,არამედ მთლიანად მთიულეთ-გუდამაყარის მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხია.


ზურაბ ჩიტაური(ა.ი.პ "თემი და ვეტერანები")    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ ზურაბ ჩიტაური(ა.ი.პ "თემი და ვეტერანები") შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...