მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის დაუყოვნებლივი შეცვლა და ყოველთვიური გასამრჯელოს გაზრდა

მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის გადახედვა და მასწავლბელთა თავდაუზოგავი, მძიმე, საპასუხისმგებლო და ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმის დაფასების პროცესი!!! დღეს საქართველოში მასწავლებელი პენსიონერის შემდეგ ყველაზე ნაკლებ ანაზღაურებადი სოციალური ფენაა. მისი ანაზღაურება გაწეულ შრომასთან უკიდურესად არაპროპორციულია. სახელმწიფოს მასწავლებლის მიმართ  არაფრადჩამგდები სახელფასო პოლიტიკა აქვს. მასწავლებელი არის ყველა განვითარებულ ქვეყანაში სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პატივცემული და დაფასებული პროფესია და საქმიანობა. ტრანსატლანტური სივრცის ყველა ქვეყანაში მასწავლებელი წარმოადგენს ძლიერ საშუალო ფენას, ზოგ ქვეყანაში კი საერთოდაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი საზოგადოების ნაწილია.  მოვითხოვთ, საქართველოში შეიცვალოს მასწავლებლისადმი დამამცირებელი და დამაკნინებელი დამოკიდებულება. მოვითხოვთ, დააყენოს  პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტმა მასწავლებლის თავდაუზოგავი და სახელმწიფოს განვითარებისთვის სასიცოცხლოდ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი შრომის დაფასების საკითხი!!! გროშებზე კი არ ამუშაოს ისინი, არამედ ადამიანისთვის და მისი ღვაწლისთვის ღირსეულ ხელფასზე - გახდეს მასწავლებლის ყოველთვიური ანაზღაურება 4000 ლარიდან!!! თუ კი მოსამართლეების ხელფასებია თვეში 10000 ლარიდან, მასწავლებლის სამუშაო კიდევ უფრო საპასუხისმგებლო და ინტენსიურია. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტარებო, დროა მასწავლებელი დაფასდეს!!!  სამყაროს განვითარება წინ მიჰყავს მეცნიერებასა და განათლებას, და არა მოსამართლეებსა და ჩინოვნიკებს!!! ასევე მივმართავთ პედაგოგთა პროფკავშირებს, დადგეს მასწავლებელთა გვერდით მასწავლებლის ანაზღაურების საკითხის ნომერ პირველ გადასაჭრელ პრობლემად წარმოჩენის პროცესში. თუ გინდათ რომ ქართული განათლების სისტემასა და მასთან ერთად ამ ქვეყნის განვითარების მომავალს ეშველოს, დაგვაფასეთ!!!

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ ნათია ბახტაძე შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

We will advertise this petition to 3000 people.

გაიგე მეტი...