თსუ ახალგაზრდა მეცნიერების, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მხარდასაჭერად

მიმდინარე წლის 23 იანვარს ქ. თბილისში, კ. კეკელიძის №1-ში, მობინადრეთა გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა კონფლიქტს. ახალგაზრდების ნაწილი შეეცადა აღნიშნული პროცესის შეჩერებას. არიან დაკავებულები, მათ შორის, ისტორიის დოქტორი, თსუ მოწვეული ლექტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მატერიალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ჩიქობავა და ილიას უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გიორგი ხასაია.

აკაკი ჩიქობავა ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერია. ის არის რამდენიმე მონოგრაფიისა და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. მას მოპოვებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები. მან ასევე გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომები უცხოურ ენაზე. მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მისი საავტორი საგნები ჩართულია თსუ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში. ის ხელმძღვანელობს სტუდენტებს საბაკალავრო და საკონფერენციო ნაშრომების მომზადების პროცესში.

ისტორიის დოქტორი აკაკი ჩიქობავა, როგორც ლექტორი, დიდი ავტორიტეტით, პატივისცემითა და პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებს და კოლეგებს შორის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გიორგიუ ხასაია გამოირჩევა მაღალი სამეცნიერო აკადემიზმით. მისი კვლევები გამოქვეყნებულია წამყვან სამეცნიერო გამოცემებში.

აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მოწყვეტა სამეცნიერო-აკადემიური სივრციდან და ასევე სასწავლო პროცესიდან დამაზიანებელი იქნება როგორც ქართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცისთვის, ისე თავად პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. 

ნინო პოპიაშვილი, ფილოლოგიის დოქორი    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ ნინო პოპიაშვილი, ფილოლოგიის დოქორი შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...