მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის
საქართველოს ხელისუფლებას,
ჩვენ, ხელმომწერი მასწავლებლები, ჩვენი მოსწავლეებისა და საქართველოს მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით საქართველოს ხელისუფლებას მოგიწოდებთ თქვენი
უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოთ ყველა ზომა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. სამწუხაროდ, ,,უცხოური გავლენის
გამჭირვალობის შესახებ“ მიღებული კანონი საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით აღიარებულ ეროვნულ მიზანს.
საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვისა და მიღების პროცესმა თვალნათელი გახადა საზოგადოების გახლეჩის პრობლემა. რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დასაცავად უმნიშვნელოვანესია
ერთიანობის შენარჩუნება. სამწუხაროდ, საკანონმდებლო ინიციატივამ და მისმა დამტკიცებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მოსახლეობის პოლარიზებასა და დასავლელი მეგობრების გაუცხოებაში.
ჩვენ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მასწავლებლები, მოქალაქეთა ერთიანობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მოგიწოდებთ, გადახედოთ
გადაწყვეტილებას და გააუქმოთ ,,უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონი.
გულად ქანთარია დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.