სტუდენტების მოთხოვნები სამხატვროს აკადემიას

 

14 მაისს გამოქვეყნებული წერილის საფუძველზე საქართველოს უნივერსიტეტების რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკური პროცესები აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს და შესაბამისად, მათ უარი თქვეს სასწავლო პროცესის შეჩერებაზე. ამასთან გააკრიტიკეს აკადემიური პერსონალი, რომლის წევრებმაც ქვეყანაში მიმდინარე საგანგებო სიტუაციის პირობებში საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადეს და გაფიცულ სტუდენტებს მხარი დაუჭირეს.

 

ამ წერილზე სამხატვრო აკადემია საკუთარი ხელმოწერით უპირსპირდება სტუდენტებს, მათი თვითგამოხატვის თავისუფლებას და სურვილს იბრძოლონ საქართველოს ევროპული მომავლისათვის. განცხადება აბსურდულია იქიდან გამომდინარე, რომ არ გამოხატავს უმრავლსებოსი ნებას.

 

აღნიშნული პეტიციის საფუძველზე გვინდა სტუდენტებმა წარმოვადგინოთ ჩვენი მოთხოვნები:

  1. გაიწვიოს ხელმოწერა რექტორების კონფერენციის განცხადებიდან.
  2. ხელმოწერის გაწვევის შემდეგ გაცდენილი სასწავლო და შეფასების კომპონენტების აღდგენა პროფესორ-მასწავლებლებთან შეთანხმებით შესაძლებელი იყოს 22 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით. სასწავლო პროცესის პარალელურად საჭიროების შემთხვევაში კვირა დღეების გამოყენებით. ამასთანავე, საგამოცდო პერიოდი გახანგრძლივდეს 1 კვირით, 22 ივლისის ჩათვლით. შესაბამისად, გახანგრძლივდეს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ჩაბარების ვადა.

პეტიციას ხელს ვაწერთ სამხატვრო აკადემიის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები.

 


თსსა-ის სტუდენტები ევროპული მომავლისთვის    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ თსსა-ის სტუდენტები ევროპული მომავლისთვის შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...