თავისუფლება - პოლიტპატიმარ ირაკლი დოკვაძეს!

დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.

თავისუფლება - პოლიტპატიმარ ირაკლი დოკვაძეს!

2020-03-12 09:58:49

მოგახსენებთ, რომ 2009 წლის 25 აპრილს, არჩადენილი დანაშაულისთვის, დაპატიმრებული იქნა პოლიტპატიმარი ირაკლი დოკვაძე. თავდაპირველად ბრალად ედებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობა, თუმცა შემდგომში გაასამართლეს გამზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.
დანაშაულში მის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფდა დაზარალებული მხარე(ოჯახის წევრები და მისი ადვოკატი) , ასევე შემონახულია ტვ რუსთავი 2-ის კადრები, სადაც დაზარალებულის დები აფიქსირებენ იგივე(ირაკლის უდანაშაულობის შესახებ) პოზიციას… ყოველივე ამის ფონზე, მოტივის და მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად ირაკლი დოკვაძეს, მკვლელობის მცდელობის მუხლით, მიესაჯა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.! კანონის დარღვევით იქნა განადგურებულ ყველა ის მტკიცებულება, რაც ირაკლი დოკვაძის უდანაშაულობას ადასტურებდა, ასევე სადარბაზოში დამონტაჟებული კამერების ვიდეო ჩანაწერი, რომლითაც დგინდებოდა ირაკლი დოკვაძის მიერ შენობიდან გამოსვლის ფაქტი მომხდარ დანაშაულამდე ბევრად ადრე.
მოგახსენებთ, რომ ირაკლი დოკვაძეს, ,,როგორც ზვიად გამსახურდიას ბანდის წევრს და ტერორისტს“(ციტატა განაჩენიდან), ირაკლი დოკვაძეს მისჯილი ჰქონდა სასჯელის უმაღლესი ზომა-სიკვდილით დასჯა. იგი ორწელიწად ნახევარი იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში. რეპრესირებული იყვნენენ მისი ოჯახის წევრები, მათ შორის მშობელებიც.
ევროპარლამენტის, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების , მათ შორის „ამნესტი ინტრნეიშენელის“, „ჰუმან რაიტს ვოტჩის“, “ჰელსინკი რაიტს ვოტჩის“ მიერ, ირაკლი დოკვაძე ერთხმად იყო აღიარებული პოლიტპატიმრად(პეტრე გელბახიანთან, გედეონ გელბახიანთან, ზაზა წიკლაურთან, ვიქტორ დომუხოვსკისთან ერთად). და ეს დაფიქსირებულია მათ ოფიციალურ გამოცემებში. სწორედ აღნიშნული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად დახვრეტა ჯერ შეუცვალეს 20 წლიანი პატიმრობით, რომელიც შემდგომ ისევ საერთასორისო ზეწოლების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუმცირდა 15 წლამდე პატიმრობით, ბოლოს კი 2002წელს , გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2004წ. 9 თებერვალს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 9 მოსამართლის შემადგენლობით მიიღო გადაწყვეტილება ირაკლი დოკვაძის სამართლებრივი რეაბილიტაციის და კომპენსაციის გაცემის შესახებ და სახელმწოფომ ირაკლი დოკვაძეს , როგორც უსამართლობის მსხვერპლს, გადაუხადა ფულადი კომპენსაცია 20 000 ლარის ოდენობით . თუმცა შემდგომ, 2010წელს ძველი დანაშაულიდან გამომდინარე ნასამართლობის საფუძვლით, უკანონოდ, უსამართლოდ დაუმძიმდა სასჯელი .
ირაკლი დოკვაძე დაისაჯა კონსტიტუციურად არჩეული კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერისთვის. იმ ხელისუფლების მხარდაჭერისთვის, რომელიც სამხედრო გადატრიალების გზით იქნა დამხობილი . იმ პერიოდის მოვლენები სამართლებლივად შეფასებული იქნა საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ,,დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება“. (თბილისი, 2005 წ. 11 მარტი, [№1104 - Iს])
უდანაშაულო ადამიანი, ირაკლი დოკვაძე, უკვე 22 წელია იხდის სასჯელს(უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში!), დარჩა კიდევ 18 წელი!
ეს არის, არა მარტო ადამიანის უფლებების დარღვევა, არამედ, წამება და სიცოცხლის ხელყოფა.
ეს არის წამება 83 წელს მიტანებული დედის, რომელმაც აღზარდა ნიჭიერი, წესიერი, პატრიოტი შვილი, რომელსაც მთელი სიცოცხლე ელოდება. ახლა კი, დაუძლურებული, მარტოობაში უცდის სულის ამოსვლას.
კატეგორიულად მოვითხოვთ, გათავისუფლდეს უკანონო პატიმარი ირაკლი დოკვაძე!
ირაკლის დედისაგან ლეილა დოკვაძისგან არ გამოვრიცხავთ უკიდურეს ქმედებას(აღარც იმედი აქვს, არც არაფერი დასაკარგი), რასაც აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო სკანდალი და პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვინც ამ მასშტაბის უსამართლობაში მიიღო მონაწილეობა და მათაც, ვისაც შეეძლო და არ აფერი არ გააკეთა მათ დასახმარებლად სიმართლისათვის ძიების გზაზე .
p.S. პოლიტპატიმარი ირაკლი დოკვაძე არჩადენილ დანაშაულზე, შეწყალებას არ ითხოვს.

 

ჰელსინკის ჯგუფის სახელით:

1.ავთანდილ რცხილაძე მობ.595 236 613 helsinkigeorgiagmail.com

2. ალექსი არაბული მობ. 593 327 597 helsinkigeorgiagmail.com

3. ნუგზარ ცერცვაძე მობ. 597 303 327 helsinkigeorgiagmail.com

4. ბადრი გოგელაშვილი მობ. 551 441 497 helsinkigeorgiagmail.com

5. ნოდარ მაისურაძე მობ. 5 95 170 011 helsinkigeorgiagmail.com

6. გიორგი ძოწენიძე 555 645 564 helsinkigeorgiagmail.com

7. ვალერი მჭედელაძე 574 183 393 helsinkigeorgiagmail.com

8. ომარ ბილონაშვილი მობ. 597 002 104 helsinki georgiagmail.com



ჰელსინკის ჯგუფის საორგანიზაციო კომიტეტი

 

 


ჰელსინკის ჯგუფის საორგანიზაციო კომიტეტი



გააზიარეთ პეტიცია

დაეხმარეთ ამ პეტიციას მეტი ხელმოწერის მოპოვებაში.

როგორ გავავრცელოთ პეტიცია?

  • გააზიარეთ პეტიცია თქვენს Facebook-ის კედელზე და ჯგუფებში, რომლებიც დაკავშირებულია თქვენი პეტიციის თემასთან.
  • „დააკავშირეთ მეგობრები“
    1. დაწერეთ შეტყობინება, სადაც ახსნით, რატომ მოაწერეთ ხელი ამ პეტიციას, რადგან ადამიანები უფრო მეტად მოაწერენ ხელს, თუ ისინი გააცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა.
    2. დააკოპირეთ და ჩასვით პეტიციის ვებ-მისამართი თქვენს შეტყობინებაში.
    3. გზავნეთ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, SMS-ით, Facebook-ით, WhatsApp-ით, Twitter-ით, Skype-ით, Instagram-ით და LinkedIn-ით.



ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...