სიცოცხლის გადარჩენის ალტერნატიული გზა


Guest

/ #38

2013-03-18 09:47

მივესალმები ამგვარი ფონდის შექმნის იდეას, რადგან ჯერ კიდევ უსახსრობის გამო იღუპებიან ადამიანები. ის მცირე დახმარება კი, რომელსაც აგროვებენ მართლაც რომ კაპიკ-კაპიკ არ არის საკმარისი. საჭიროა მსგავსი ფონდის შექმნა და ეფექტური ამუშავება, გისურვებთ წარმატებას. გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას. 2012 წლის ოქტომბერში ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 14 წლის გოგონა გარდაიცვალა. მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია იყო. სამწუხაროდ ოჯახმა თანხა ვერ მოაგროვა... ანამ წერილი დატოვა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ნახეს, სადაც წერდა: მე მინდა, რომ ბოლო ვიყო იმ ბავშვებს შორის, ვინც უსახსრობის გამო დაიღუპება და თქვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ.