სიცოცხლის გადარჩენის ალტერნატიული გზა
- პეტიცია
- განცხადებები 1
- ხელმოწერები 1 416
- განხილვა
- სტატისტიკა
- ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა
This discussion topic has been automatically created of petition სიცოცხლის გადარჩენის ალტერნატიული გზა.
ელენე |
#262013-03-17 22:32კარგია რომ საზოგადოება ნელნელა ერთვება ჯანდაცვის საკითხებში. გეთანხმებით რომ სანამ ბიზნესი იგრძნობს ასეთი კლინიკის რენტაბელობას შეიძლება ბევრი დრო გავიდეს მითუმეტეს რომ ბევრი ქართველი გადახდისუუნაროა დღეს, მაგრამ სავარაუდოდ არცერთი ავტორი არც ექიმი ბრძანდებით და არც ჯანდაცვის ექსპერტი რადგან სხვა შემთხვევაში გეცოდინებოდათ რომ ასეთი კლინიკის ამუშავებას მინიმუმ 10 წელი მაინც დასჭირდება. თქვენ იცით როგორ ირჩევენ პროსტატის სიმსივნის საოპერაციოდ ქირურგს? მის მიერ ჩატარებული ოპერციების რაოდენობა მინიმუმ 100ეულები და ხშირად 1000ზე მეტი უნდა იყოს...და სად ნახავთ მსგავს სპეციალისტს საქართველოში ან კიდევ რამდენი ხანი დაჭირდება მის დახელოვნებას უცხოეთში. როდესაც ჩამოვა (თუ ჩამოვა) რა ხელფასს მოითხოვს და როგორ აისახება ეს ყოველი მოქალაქის გადასახადზე (ფონდი და კლინიკაც ხომ ჩვენი გადასახადებიდან ფინანსდება, ხომ არ გაქვთ ილუზია რომ ის უფასოა..."უფასო" ინტერნეტივით?). როგორ უნდა შეინარჩუნონ მათ თავიანთი პროფესიონალიზმი თუ შესაბამისი რაოდენობის პაციენტები არ ეყოლებათ და როგორ მოიპოვებენ ისინი საქართველოს მოქალაქეების ნდობას...ყველაზე ხშირად ხომ სწორედ ისეთ ოპერაციებზე მიდიან უცხოეთში რომლებიც დღესაც ბევრად იაფად შეიძლება აქ გაკეთდეს მაგრამ ეშინიათ.... |
Guest |
#27 Re:2013-03-17 22:45ელენე, რატომ ხართ ასე კრიტიკულად კი არა, აგრესიულად განწყობილი? ერთხელ დავწერე და კიდევ გავიმეორებ: მივიღებთ ყველა არგუმენტირებულ შენიშვნას, მაგრამ არა ბოღმას და აგრესიას. ისიც აღვნიშნე, რომ ეს იდეა ჯერ უმწიფარია და ბევრ ჩარევას საჭიროებს სწორედ სპეციალისტების მხრიდან. რახან ჯანდაცვის სფეროში არ ვმოღვაწეობ, უფლება აღარ მაქვს, საკუთარი აზრი ჩამოვიყალიბო და გავახმოვანო? ხელის მოწერა-არმოწერა თქვენი უფლებაა და არავინ გართმევთ. ბოღმა და აგრესია კი სხვაგან ანთხიეთ. |
ელენე |
#282013-03-17 23:00როდესაც იდეა უმწიფარი კი არა ძირეულად მცდარია და ამ საკუთარ მცდარ აზრს პეტიციის სახით ახმოვანებთ და სხვა სფეროში ჩაუხედავ ადამიანებს ახვევთ თავს აგრესიის გარდა სხვა გზას არ ტოვებთ....ჯობდა ისევ ლარი გადაგერიცხათ ზუსტად ასეთი ადვოკატირებებით მივედით იქ სადაც ვართ, როდესაც ადამიანები ერთი პწკარის წაკითხვის გარეშე ახმოვანებენ თავიანთ იდეებს იმ სფეროში რომელსაც არ იცნობენ და შემდეგ გაუაზრებელ ტალღებს აგორებენ... ბოხმა და აგრესია რომელ პოსტში უფრო იგრძნობა ეს სადაო საკითხია:)
|
Guest |
#292013-03-17 23:07კიდევ ერთხელ განვმარტავ სკეპტიკოსებისთვის. დიახ, ჩვენ არ ვართ იურისტები, არც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. ვართ საზოგადოების წევრები, ისევე როგორც თქვენ. ჩვენ თუ არა, ხვალ ვინმე სხვა განახორციელებდა ამ იდეას და ჩვენ შევუერთდებოდით მას. არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, რომელი ორგანიზაცია თუ ჯგუფი იქნებოდა პეტიციის ორგანიზატორი. პეტიციის ორგანიზატორობა ჯერ არაფერს ნიშნავს. ამით მხოლოდ გვინდა, საზოგადოების მოთხოვნა გამოვხატოთ, (მათი, ვინც შეუერთდება, რასაკვირველია), რომ ყველა გაჭირვებულ ადამიანს "like"-ით და ერთი ზარით ვერ დავეხმარებით და რაღაც სისტემურის მოფიქრებაა საჭირო. შესაძლებელია, პროცესის მსვლელობაში საერთოდ შეიცვალოს იდეა, სხვა მიმართულება მიიღოს და უფრო განხორციელებადი და რენტაბელური გახდეს, რასაც მხოლოდ მივესალმებით. ამ პეტიციით გვინდა: საზოგადოების მოთხოვნა გადავცეთ ხელისუფალთ, რომ შეიცვალოს და დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა, რათა შესაძლებელი გახდეს საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება; რომ ბიზნესს ჰქონდეს (გარკვეულ, გონივრულ ფარგლებში) თავისუფლება, მოგების გადასახადი მთლიანად ბიუჯეტში ჩარიცხოს თუ ფონდებს გადაურიცხოს; რომ გაჭირვებულმა ადამიანებმა იცოდნენ კონკრეტული მისამართი, რომელსაც მიმართავენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება (ფონდი მთლიანად დააფინანსებს თუ ნაწილობრივ, ვის და რას დააფინანსებს, შემდგომი კამათის საკითხებია). ჩვენ გვინდა, გავცდეთ ერთჯერად მოქმედებას და პრობლემის სისტემურად გადაწყვეტაზე ვიფიქროთ. |
ცირა |
#302013-03-17 23:09gavaziaroot yvelam dzalian magari saqmea,gamogviva yvelas ertad......warmatebebeiiiii |
ელენე |
#312013-03-17 23:25თუ დახმარება გჭირდებათ შემიძლია ფონდთან დაკავშირებით მოგცეთ რჩევები სინგაპურში არის მსგავსი ფონდი ქვია Medifund შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ, რაც შეეხება კლინიკას აქ სამედიცინო განათლების რეფორმის გარეშე არაფერი გამოვა... უცხოეთში გამგზავრებას კი ალბათ მეტად არავინ დაგიფინანსებთ, რადგან ეს ისეთივე კატასტროფა იქნება ქართული მედიცინისთვის როგორც ნაჩუქარი მეორადი ტანსაცმელი აფრიკის სამკერვალო ფაბრიკებისთვის... |
თამუნა |
#32 Re:2013-03-18 06:02100% გეთანხმებით.. როგორ უნდა დავიწყოთ ეგ საქმე ოღონდ ეგ არ მესმის.. დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად.. |
Guest |
#332013-03-18 08:39ვისაც გტკივათ სხვისი ტკივილი, გააზიარეთ და მოაწერეთ ხელი. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იბრძოლოს სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. |
თეო |
#352013-03-18 09:33რა თქმა უნდა მოვაწერე ხელი. რა თქმა უნდა უნდა გაკეთდეს, მაგრამ რამდენად რეალური საქმეა? აგერ ერთერთ ასეტ ჩვენს თანამოქალაქეს ლამის ნახევარი მილიონი დოლარი სჭირდება გადასარჩენად. რა ფონდის გაკეთება შეიძლება რომ ამხელა თანხების გაღება შეძლოს?სადმე არსებობს ეგეთი ფონდები და მუშაობს?შორი პერსპექტივებია მაგრამ რაც შეიძება გაკეთდეს რა თქმა უნდა უნდა გავაკეთოთ, ვოცნებობ ადგილობრივ ძლიერ სპეციალისტებზე, ადგილობრივ კლინიკებზე, რომ მართლა საძღვარგარეთ არ ირბინოს ხალხმა. დიაგნოზის დასასმელად თურქეთში გადაფერნა ხომ უკვე ჩვეულებრივი ამბავია, ლეიშმანიოზის დიაგნოზი ვერ დაუსვამტ აქ... რა ვიცი, იმედია ყველაფერი გამოვა. ამ ბავშვების ყურება არარ შემიძლია, ამ ისტორიების კითხვა, ცისტად ხომ არ ვიქცევი... |
Guest |
#37 Re:2013-03-18 09:37ახლა შემოსული ხართ კომენტარების ბლოკში. გადადით პირველივე ბლოკში: Sign the Petition. ტექსტის ბოლოს შესავსებია ველები - სახელი, გვარი, ქალაქი, ელ.ფოსტა. და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ხელი: sign this petition |
Guest |
#382013-03-18 09:47მივესალმები ამგვარი ფონდის შექმნის იდეას, რადგან ჯერ კიდევ უსახსრობის გამო იღუპებიან ადამიანები. ის მცირე დახმარება კი, რომელსაც აგროვებენ მართლაც რომ კაპიკ-კაპიკ არ არის საკმარისი. საჭიროა მსგავსი ფონდის შექმნა და ეფექტური ამუშავება, გისურვებთ წარმატებას. გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას. 2012 წლის ოქტომბერში ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 14 წლის გოგონა გარდაიცვალა. მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია იყო. სამწუხაროდ ოჯახმა თანხა ვერ მოაგროვა... ანამ წერილი დატოვა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ნახეს, სადაც წერდა: მე მინდა, რომ ბოლო ვიყო იმ ბავშვებს შორის, ვინც უსახსრობის გამო დაიღუპება და თქვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ. |
ნინო |
#39 Re:2013-03-18 09:49ვეთანხმები... ჯანდაცვის მაგისტრი არ ვარ, მაგრამ ასეთი პეტიციის დასაწერად მეტი დრო, რესურსი და დაფიქრებაა საჭირო. მხოლოდ ემოციებით საქმე არ კეთდება. |
Guest |
#41 Re: Re: გიორგი2013-03-18 10:07ასეთი პეტიციის (მოთხოვნის) დასაწერად საჭიროა მხოლოდ გულისტკივილი ადამიანების მიმართ, კომპიუტერი და ტექსტის ჩამოყალიბება. რით ვერ გაიგეთ ხალხო, ჩვენ არ ვართ ექსპერტები ჯანდაცვის საკითხებში, არც იურისტები, არც რომელიმე გრანტიჭამია ორგანიზაცია. ჩვენ ვართ ისეთივე ადამიანები, როგორიც თქვენ! არც დასაქამებას ვითხოვთ მომავალში (თუ შევძელით და მივაღწიეთ ამ მთხოვნის გატანას), არც იდეისთვის ვითხოვთ ვინმესგან ფულს და მითუმეტეს არც დაფინანსება გვინდა! ამ წუთას საკითხი დგას მხოლოდ ერთი - მივაღწიოთ საჭირო რაოდენობის ხმებს! ახლა გარჩევა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ფონდი, წესდება როგორი უნდა ჰქონდეს, ვინ უნდა მართოს, რა დონეზე უნდა იყოს გამჭვირვალე და ა.შ არის აბსურდი! ჯერ ხმების მოგროვებაა საჭირო, რომ წამოიწყოს ამ საკითხზე მსჯელობა და მერე ვიდავოთ იმაზე როგორ უნდა განხორციელდეს ტექნიკურად! |
Guest |
#422013-03-18 11:05აუცილებელია სახელმწიფომ რამე ღონე იხმაროს საქართველოში მძიმე სენით დაავადებულ ადამიანთა სამკურნალოდ. შეუძლებელია გაუძლო ამდენი სასოწარკვეთილი ადამიანის გოდებას და ვედრებას გავიღოთ თითო ლარი. ვინც ამას ვერ ახერხებს, ის განწირული რჩება. აამუშავეთ დაზღვევა, სახელმწიფო პროგრამა ან ფონდი, |
Guest |
#432013-03-18 11:17yoveldgiurad chven qveyanashi uamravi adamianis sicocxle dgeba safrtxis qvesh, radgan saxelmcifos ar gaachnia institucia/fondi romelic am problemebs droulad gadachraze izrunebs. imedia chveni xma ar darcheba xmad mgagadeblisa udabnosa shina... |
Guest |
#442013-03-18 11:53 |
This post has been removed by the author of this petition (Show details)
2013-03-18 12:28- Date of removal: 2013-03-21
- წაშლის მიზეზი:
This post has been removed by the author of this petition (Show details)
2013-03-18 12:54- Date of removal: 2013-03-21
- წაშლის მიზეზი:
|
თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს- მიმართვა სალომე ზურაბიშვილს
რამე ცვლილების სურვილი გაქვს?
ცვლილება სიჩუმით არ ხდება. ამ პეტიციის ავტორმა გამოიჩინა სიმტკიცე და იმოქმედა. იგივეს გააკეთებთ? შექმენით პეტიცია და დაიწყეთ სოციალური მოძრაობა
დაიწყე საკუთარი პეტიციამიერ დაინტერესებული სხვა პეტიციები!
ცისტური ფიბროზის მედიკამენტი Trikafta
2578 შექმნილია: 2024-10-18
მოვითხოვთ, შეიქმნას სააბონემენტო სისტემა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებისთვის
1003 შექმნილია: 2024-03-24
მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის
612 შექმნილია: 2024-05-15
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების განცხადება
505 შექმნილია: 2024-12-01
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერთა და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის მიმართვა მმართველ გუნდს
304 შექმნილია: 2024-04-09
მოვითხოვთ მე-15 საჯარო სკოლის აღდგენას
294 შექმნილია: 2024-08-10
მამუკა გაწერელიას გადასარჩენად!
249 შექმნილია: 2024-02-28
პეტიცია ევროპისთვის.მედიცინა.Petition for Europe. Medicine
239 შექმნილია: 2024-12-04
გაფიცვა GAHS-ში
238 შექმნილია: 2024-12-01
შეიცვალოს ფოთი თბილისის სამგზავრო ამორტიზირებული მატარებელი
229 შექმნილია: 2024-05-29
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა განცხადება
121 შექმნილია: 2024-12-01
სტუდენტების მოთხოვნები სამხატვროს აკადემიას
89 შექმნილია: 2024-05-21
სოლიდარობა ქალბატონ ქეთევან ქუთათელაძეს
81 შექმნილია: 2024-07-21
ვეტკლინიკის გახსნა წალკაში
55 შექმნილია: 2024-06-11
გაგრძელდეს ონლაინ სწავლება თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში
51 შექმნილია: 2024-12-15
დაუბრუნდეს თამარ გუდავა კულტურის სამინისტროს!
47 შექმნილია: 2024-03-06
დაბრუნდეს ეშტონა დედა ენის სცენაზე
35 შექმნილია: 2024-03-15
თსუ-ს მე-11 კორპუსში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და დიპლომის სამართლებრივი სტატუსის აღდგენის მოთხოვნა
34 შექმნილია: 2024-12-14
ჩხორიის თეატრს ეწოდოს მურმან შეროზიას სახელობის თეატრი
22 შექმნილია: 2024-12-25
აშშ-ის საერთაშორისო განათლების პროგრამების სტიპენდიანტების განცხადება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” შესახებ კანონპროექტზე
19 შექმნილია: 2024-04-19