განცხადება გიგანტური ჰესების წინააღმდეგ


Guest

/ #59 მამუკა

2012-01-27 23:43

საქართველოს ბუნება და კლიმატი საფრთხის ქვეშ დგება გაუაზრებელი წყალსაცავების და ჰესების მშენებლობის შედეგად. სააკაშვილის ხელისუფლება არ ეკითხება რჩევებს გარემოს დაცვის ექსპერტებს და ორგანიზაციებს და თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა საბოლოო შედეგი სავალალო იქნება ჩვენი ქვეყნის ბუნებისთვის, ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო არ ასრულებს თავის მოვალეობას ამომრჩევლის და საზოგადოების წინაშე; ის ბრმად მისდევს სააკაშვილის დირექტივებს. თუ არ იქნება პროტესტი მკაფიოდ გამოხატული და არ ჩატარდება თითოეული მშენებლობის პროექტის შესწავლა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, შედეგი გამოუსწორებელი იქნება.