პეტიცია ბათუმის ყოფილი ფოსტის შენობის განადგურების წინააღმდეგ


Guest

/ #16

2012-04-24 20:58

მირჩევნია ბათუმი "სოფლად" დარჩეს ვიდრე გავდეს ერთდროულად ყველა ქალაქს. თქვენ როცა ამაზე საუბრობთ, ალბათ არ გაქვთ წარმოდგენა ძველ ბათუმზე და საერთოდ ბათუმზე, რადგან გეცოდინებოდათ, რომ ბათუმში იმდენი თავისუფალი ადგილია მსგავსი ექსპერიმენტული შენობებისათვის, რომ არანაირი აუცილებლობა არ არსებობს მათი ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსებისა.
მეორე ნაწილში კი ნაწილობრივ გეთანხმებით, იმ თორმეტიანებისგან მართლაც გასათავისუფლებელია იქაურობა, თუმცა ქალაქის დანარჩენ ნაწილში მიშენებების მოშლა ნაკლებად რეაურად მეჩვენება (უზარმაზარ თანხებთანაა დაკავშირებული).