განცხადება გიგანტური ჰესების წინააღმდეგ
Guest |
/ #65 "ქართველს"2012-10-17 13:41სიტყვები რომ შეარჩიო და ზრდილობას მოუხმო არ იქნებოდა ურიგო...რაც შეეხება დიდ ჰესებს: რას ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობა??? წაკითხული გაქვს თუ არა ხუდონჰესზე ან სხვა რომელიმე ჰესზე გაფორმებული ხელშეკრულებები??? სამშობლოს მოღალატეები თქვენსკენ მოიკითხეთ....საერთოდ იმ ადგილებში ხაართ ნამყოფი??? იცით ამ ხელშეკრულებების საფუძველზე რა სარგებლობას ვიღებთ ამ ჰესებიდან??? ჯერ საკითხს უნდა გაეცნოთ და მერე ისაუბროთ, ასეა მიღებული... რაც შეეხება ჰესებს: დავიწყებ ეკონომიკური საკითხებით: 1. გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, ეს ჰესები განკუთვნილია ექსპორტისათვის და ინვესტორი ვალდებულებას იღებს მხოლოდ ექსპლუატაციაში გაშვებიდან პირველი 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ზამთრის სამი თვის განმავლობაში მიაწოდოს საქართველოს ენერგოსისტემას ელექტროენერგია, ხოლო ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს დროის იმ პერიოდისათვის თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფს. 10 წლის შემდეგ ინვესტორი თავისუფალია ბაზრის არჩევაში. --- იმედია ხვდებიტ ეს რასაც ნიშნავს, თუ ავხსნა? - ჩვენ გვაიძულებენ ჩვენი ჰესებიდან დენი ვიყიდოთ თბოელექტროსადგურის დენის ფასად მხოლოდ 10 წლის განმავლობაში; - 10 წლის შემდეგ ელექტროენერგიის ყიდვა მოგვიწევს საერთაშორისო ფასად, რადგან ვინც მეტს შესთავაზებს ინვესტორს იმას მიყიდის დენს ჩვენს ტერიტორიაზე არსებული ჰესებიდან; - ვინაიდან ექსპორტზე გადასახადი არ გვაქვს მიუხედავად ელექტროენერგიის ექსპორტისა საქართველოს ბიუჯეტი ვერაფერ მიიღებს; - ბიუჯეტი ვერაფერ მიიღებს ვერც მოგების გადასახადიდან, მანამ სანამ არ მოხდება ინვესტიციების ამოღება, რაც რამდენი ათეული წელია არავინ იცის... - ადგილობრივი ბიუჯეტი მიიღებს ქონების გადასახადს, მაგრამ ის 1% დაითვლება არა ჩადებული ინვესტიციებიდან, არამედ ჰესის საბალანსო ღირებულებიდან, რაც გაცილებით დაბალი იქნება რათქმაუნდა; - არც ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს შეღავათიან ტარიფად დენს და ა.შ. 2. საქართველომ 1 აშშ დოლარად "მიყიდა" ათასობით ჰექტარი (1500 ჰექტარი მარტო ხუდონზე გადასცეს ინვესტორს) მიწის ფართობი ინვესტორებს და აიღო ვალდებულება, რომ მომავალში თუ გადაიფიქრებს სახელმწიფო და მოუნდება ან ნაციონალიზაცია ან პროექტის შეჩერება, სახელმწიფო ვალდებულია 1 დოლარად ნაჩუქარი მიწის ფართობები საბაზრო ღირებულებით დაიბრუნოს... და იმის გათვალისწინებით რომ მოსახლეობის 90% არ აქვს რეესტრსი რეგისტრირებული ქონება, პრაქტიკულად 1 დოლარად ნაჩუქარ მიწის ნაკვეთებში მოყვა მოსახლეობის კუთვნილი მაგრამ არარეგისტრირებული ქონებაც... გავაგრძელო??? ეკოლოგიურ საკითხებს რაც შეეხება: მარტო ხუდონჰესის გამო წყლის ქვეშ აღმოჩნდება 530 ჰექტარი, რომელშიც შედის, როგორც სოფლები ასევე ტყის მასივები (და არა ორი ბუჩქი); ნენსკრას შემთხვევაში, რომელიც მყინვარების ძირში არის პრაქტიკულად დაგეგმილი ხელუეხლებელ ადგილებში უნდა გაიჩეხოს 400 ჰექტარი ტყის მასივი, მისასვლელ გზებს აღარ ვთვლი და მათ ზემოქმედებას... ნამახვანის შემთხვევაში 930 ჰექტარი დაიტბორება, მათ შორის ბზის ტყის მასივი და სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება ხომლის მთა... ნენსკრის შემთხვევაში კი რეზერვუარიდან 5 კმ-ის რადიუსში 2,3 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს საშუალო წლიური ტემპერატურა, რაც პრაქტიკულად რამდენიმე წელიწადში მყინვარების გაქრობას გამოიწვევს და სერიოზული ზემოქმედება ექნება იგივე ენგურსა თუ სხვა მდინარეებში წყლის ხარჯზე (მნიშვნელოვნად შემცირდება).... კიდევ გავაგრძელო??? დავით ჭიპაშვილი მწვანე ალტერნატივა |
|
პეტიციის რეკლამა
რეკლამა აქ
Promote petition "განცხადება გიგანტური ჰესების წინააღმდეგ" on this listთავისუფლება მიხეილ სააკაშვილს- მიმართვა სალომე ზურაბიშვილს
მის აღმეტებულებას, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს მოქალაქეები მოგმართავთ თხოვნით, რომ გამოიყენოთ თქვენი ექსკლუზიური უფლებამოსილება, შეწყალების უფლება, და პოლიტიკური პატიმრობისაგან გაანთავისუფლოთსაქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან განთავისუფლება პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. თქვენი გადაწყვეტილება იქნება თქვენი პასუხი ევროკომისიის მოთხოვნებზე, რომელიც საქართველოს წარედგი...
რამე ცვლილების სურვილი გაქვს?
ცვლილება სიჩუმით არ ხდება. ამ პეტიციის ავტორმა გამოიჩინა სიმტკიცე და იმოქმედა. იგივეს გააკეთებთ? შექმენით პეტიცია და დაიწყეთ სოციალური მოძრაობა
დაიწყე საკუთარი პეტიციამიერ დაინტერესებული სხვა პეტიციები!
ცისტური ფიბროზის მედიკამენტი Trikafta
2578 შექმნილია: 2024-10-18
თსუ ახალგაზრდა მეცნიერების, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მხარდასაჭერად
2255 შექმნილია: 2024-01-25
მოვითხოვთ, შეიქმნას სააბონემენტო სისტემა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებისთვის
1003 შექმნილია: 2024-03-24
მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის
612 შექმნილია: 2024-05-15
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების განცხადება
505 შექმნილია: 2024-12-01
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერთა და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის მიმართვა მმართველ გუნდს
304 შექმნილია: 2024-04-09
მოვითხოვთ მე-15 საჯარო სკოლის აღდგენას
294 შექმნილია: 2024-08-10
მამუკა გაწერელიას გადასარჩენად!
249 შექმნილია: 2024-02-28
პეტიცია ევროპისთვის.მედიცინა.Petition for Europe. Medicine
239 შექმნილია: 2024-12-04
გაფიცვა GAHS-ში
238 შექმნილია: 2024-12-01
შეიცვალოს ფოთი თბილისის სამგზავრო ამორტიზირებული მატარებელი
228 შექმნილია: 2024-05-29
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა განცხადება
121 შექმნილია: 2024-12-01
სტუდენტების მოთხოვნები სამხატვროს აკადემიას
89 შექმნილია: 2024-05-21
სოლიდარობა ქალბატონ ქეთევან ქუთათელაძეს
81 შექმნილია: 2024-07-21
ვეტკლინიკის გახსნა წალკაში
55 შექმნილია: 2024-06-11
გაგრძელდეს ონლაინ სწავლება თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში
51 შექმნილია: 2024-12-15
დაუბრუნდეს თამარ გუდავა კულტურის სამინისტროს!
47 შექმნილია: 2024-03-06
დაბრუნდეს ეშტონა დედა ენის სცენაზე
35 შექმნილია: 2024-03-15
თსუ-ს მე-11 კორპუსში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და დიპლომის სამართლებრივი სტატუსის აღდგენის მოთხოვნა
34 შექმნილია: 2024-12-14
ჩხორიის თეატრს ეწოდოს მურმან შეროზიას სახელობის თეატრი
22 შექმნილია: 2024-12-25
Petitions.net
ჩვენ გთავაზობთ ონლაინ პეტიციების განთავსების უფასო სერვისს. შექმენით პროფესიონალური ონლაინ პეტიცია ჩვენი მძლავრი სერვისის გამოყენებით. ჩვენი პეტიციები ყოვედღიურად შუქდება მედია საშუალებებით, ამგვარად, პეტიციის შექმნა გთავაზობთ შესანიშნავ შესაძლებლობას საზოგადოებისა და პასუხისმგებელი პირების ყურადღების მისაპყრობად.