პეტიცია ბათუმის ყოფილი ფოსტის შენობის განადგურების წინააღმდეგ

Astamur Jikhashvili
The author of this petition

/ #29

2012-10-27 00:47

"ბათუმელო", ვეთანხმები თქვენს პირველ წერილს, თუმცა მეორეში ვერ დაგეთანხმებით.
პეტიციის მიზანია გამოაფხიზლოს ბათუმელები და არა მარტო ისინი, ინტერესი გამოიწვიოს ჩვენს თანამოქალაქეებში, რათა მათ გააცნობიერონ თითოეული ისტორიული შენობის ღირებულება, უფრო მეტი ინიციატივა და ატიურობა გამოიჩინონ ქალაქის ცხოვრებასა და მის დაცვაში. 300 და 400 ხელმოწერიან პეტიციას ალბათ ვერ ექნება ისეთი ეფექტი, როგორიც მაგალითად 1000-იანს. რაც უფრო დიდი იქნება ეს რიცხვი, ვფიქრობ მით უფრო მეტი ყურადღების მიპყრობას შევძლებთ, თუ შეიძლება ასე ითქვას - უფრო მეტი გავლენა ექნება პეტიციას, რაც საბოლოოდ ფოსტის შენობის სრულ განადგურებას შეგვაჩერებინებს.