ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად

მანანა

/ #37

2013-02-02 01:44

გარკვევით იყო ნათქვამი, რომ გამომუშავებული ენერგია საქართველოს მოხმარდება. საზღვრის იქით რუსეთის ჰესებია, რომლებიც ძალიან წარმატებით იყენებენ თერგის წყალს. ანუ მათ უნდა გამოიყენონ, და მერე ჩვენ მათგან უნდა ვიყიდოთ ხომ? სადაა ლოგიკა? როდესმე ხომ უნდა განვვითარდეთ ჩვენც. რომ სხვა ქვეყნებზე ასე ძალიან ჩამოკიდებულები არ ვიყოთ. ჩვენ თუ არა ჩვენი შვილები მაინც? გამოქვეყნებული არაერთი ანგარიშის მიხედვით, ენერგეტიკოსების მონაცემებითაც, 2014 წელს თუ იქამდე არ გავმოძრავდით ამ მიმართულებით ელექტროენერგიაში სერიოზული დეფიციტი გვექნება. თუ ჰესები არ აშენდა, ჩავკიდოთ ხელები და გავიდეთ ბუნებაში, ელექტროენერგია მაინც არ გვექნება. არ მინდა ვიჯდე სიბნელეში!!! ან ასეთ დროს, როცა დეფიციტი შეიქმნება, ვის უნდა მოვკითხოთ პასუხი? ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს? ისინი ხელს მთავრობისკენ გაიშვერენ, რომელიც ახლა კუთხეში ყავთ მიყენებული.