ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად
This discussion topic has been automatically created of petition ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად.
მანანა |
#26 Re:2013-02-01 16:03ადამიანები დასაქმდებიან. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია ძალიან. ელემენტარული შემოსავალი გაუჩნდებათ. ძალიან კარგია ბუნებაზე ზრუნვა, მაგრამ პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს |
Guest |
#272013-02-01 16:52გაოცებული დავრჩი, ამის თაობაზე შარშან გავიგე, როცა მშენებარე მონასტერს ვეწვიე დასათვალიერებლად... გავგიჟდი, ვეკითხები, ხალხნო, ეს რა არის და საზღვარიო, კი მარა, საზღვარი ხომ ლარსთან იყო მეთქი.. არავის პასუხი არა აქვს, მეც დღემდე გაოგნებული ვარ. კი მარა რა მოხდა? ვინ გააკეთა ეს, რატომ, როდის, რატომ დუმდა ხელისფლება? |
გიორგი |
#292013-02-01 18:19მანდ მოსახლეობა ეხლაც არ ცხოვრობს მარტო საბაჯოა პატრიარქმა იმიტომაც დაიწყო მანდ მონასტრის მშენებლობა რომ საზგვარი დაეფიქსირებინა |
Guest |
#302013-02-01 18:21შეჩერდესო რომ გაიზახით დენი არ უნდა ქვეყანას |
Guest |
#31 Re: "თერგი რბის, თერგი ღრიალებს კლდენი ბანს ეუბნებიან"2013-02-01 18:33#2: ალეკო - "თერგი რბის, თერგი ღრიალებს კლდენი ბანს ეუბნებიან" ეს ლექსები კარგია მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე ასჰენებული ჰესები ხელს რას გისჰლით ვერ გავიგე ეს ჩვენი თერგი რუსეთში მიედინება და საზგვრის მერე რუსებს ერთ კილომეტრსჰი ოტხი ჰესი აქვთ ერტმანეთის მიკოლებიტ აშენებული აკაც რომ აშენდეს არ შეიძლება? მარტო რუსებს უნდა კონდეტ თერგის რესურსიტ სარგებლობის უპლება? მე მგონი არ აშენებით უფრო კეთდება რუსული საქმე... |
Guest |
#32 Re:2013-02-01 18:39მთელ მსოფლიოში ჯერ ჰესები ააშენეს და როცა ასაშენებელი აგარ დარჩათ მერე დაიწყეს ალტერნატივაზე მუშაობა... |
Guest |
#33 Re:2013-02-01 18:43თქვენ რა სარგებელს ელოდებით ჰესების არაშენების შემთხვევაში? |
Guest |
#34 .......2013-02-01 22:12რო იძახით საწმელი არაა ხევშიო, ჰესი უნდა წამოთ?! ... არც ტარიფების დაკლებას გპირდებიან და არც დასაქმებას, მოხევეებს ერთურთი არაგჭირდებათ და ჰესის მეპატრონეს რო საერთოდ არაჩი ვუნდივართ... არც საწმელს მოგვემენ, არც სამუშაოსა და ჩვენ საამაყო ბუნებასაც გაგვიბეჩავებენ ... ხდის ხეობაჩი რამდნიმე ასეული ჯიშის სამკურნალო მცენარეა ... ჰესის აშენებასა ეკოლოგიური ტურიზმი განავითარან არ სჯობიან?! ... |
კახა |
#36 Re: .......2013-02-02 01:33ელემენტარულად გზა გაკეთდება იმ ჰესებამდე მისასვლელი, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობაც ისარგებლებს. კიდევ ვის სჯერა იმისი, რომ ჰესების მშენებლობასა და მერე იქ მუშაობაზე თბილისიდან ჩაიყვანენ ხალხს და თვეობით იქ აცხოვრებენ. ბუნებრივია, რომ ადგილობრივები დასაქმდებიან. ისიც ბუნებრივია, რომ ყველა ადგილობრივს ვერ დაასაქმებენ, რადგანაც ეგეთი რამე ჯერ ისტორიას არ ახსოვს არსად, მთელს მსოფლიოში. საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ქვეყნები ჯერ ითვისებენ ჰიდრო რესურსებს, ხოლო შემდეგ ცდილობენ რომ ალტერნატიული გზები მონახონ, რაც ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინდივიდიალურია და ყველას ერთი და იგივე გზა და ენერგიის მოპოვების პირობები არ მიესადაგება. ეს ყველაფერი იმაზე მეტ ხარჯტან არის დაკავშირებული ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ვინც წინააღმდეგია, ისიც თქვას, ალტერნატიული ენერგიის რა ტიპები უნდა იყოს საქართველოში წარმოდგენილი. თუ ვცდები, გამისწორეთ, საქართველოს პირობებში ასეთ გზად ატომური რჩება. უბრალო ჰესის აშენებაზე რა ამბები ტყდება და ატომურზე რა იქნება ალბათ ადვილი წარმოსადგენია? |
მანანა |
#372013-02-02 01:44გარკვევით იყო ნათქვამი, რომ გამომუშავებული ენერგია საქართველოს მოხმარდება. საზღვრის იქით რუსეთის ჰესებია, რომლებიც ძალიან წარმატებით იყენებენ თერგის წყალს. ანუ მათ უნდა გამოიყენონ, და მერე ჩვენ მათგან უნდა ვიყიდოთ ხომ? სადაა ლოგიკა? როდესმე ხომ უნდა განვვითარდეთ ჩვენც. რომ სხვა ქვეყნებზე ასე ძალიან ჩამოკიდებულები არ ვიყოთ. ჩვენ თუ არა ჩვენი შვილები მაინც? გამოქვეყნებული არაერთი ანგარიშის მიხედვით, ენერგეტიკოსების მონაცემებითაც, 2014 წელს თუ იქამდე არ გავმოძრავდით ამ მიმართულებით ელექტროენერგიაში სერიოზული დეფიციტი გვექნება. თუ ჰესები არ აშენდა, ჩავკიდოთ ხელები და გავიდეთ ბუნებაში, ელექტროენერგია მაინც არ გვექნება. არ მინდა ვიჯდე სიბნელეში!!! ან ასეთ დროს, როცა დეფიციტი შეიქმნება, ვის უნდა მოვკითხოთ პასუხი? ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს? ისინი ხელს მთავრობისკენ გაიშვერენ, რომელიც ახლა კუთხეში ყავთ მიყენებული. |
Guest |
#382013-02-02 02:06ძალიან კარგია როცა ზიხარ დედაქალაქში, თბილად, გაქვს ელექტროენერგია, კარგი ხელფასი და ამავე დროს იცავ ბუნებას, ბუნებაში იშვიათად გადიხარ მოუცლელობის გამო, თუმცა ყოველი გასვლა სიამოვნებაა და გინდა რომ ეს სიამოვნებაც არ მოიკლო ცხოვრებაში. პარალელურ განზომილებაში კი ყაზბეგელები სხედან უმუშევრად, სარჩო-საბადებელს მოკლებულები, ათასობით ტურისტის ხეობაში ერთბაშად გამოჩენის პერსპექტივით, ვიღაც "მომგვარებლის" გამოჩენის პერსპექტივით, თოვლის ბაბუის პერსპექტივით, ზოგადად "პერსპექტივით" ... |
guest |
#39 Re:2013-02-02 10:44მანანა, სამწუხაროდ თქვენ საბჭოთა იდეოლოგიით დატვირთული ენერგეტიკოსების და საკუთარი ჯიბის გასქელებით დაინტერესებული ვითომ "ინვესტორების" დემაგოგიის მსხვერპლი ხართ :) დაასახელეთ რომელიმე იმ "არაერთი ანგარიშიდან"; დაასახელეთ რაიმე "ენერგეტიკოსების მონაცემებიდან". რატომ გგონიათ რომ თუ დარიალში არ აშენდა ჰესები "ელექტროენერგიაში სერიოზული დეფიციტი გვექნება"? გირჩევთ წაიკითხოთ ჰესების მშენებელ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები - დარწმუნებული ვარ თქვენი აზრი რადიკალურად შეიცვლება. |
Guest |
#40 Re:2013-02-02 10:48თქვენი პესიმიზმი და "ზემოდან ყურება" მხოლოდ იმის მიმანიშნებელია რომ თქვენ თავად არ შეგიძლიათ ან არ გინდათ არაფრის შეცვლა |
Guest |
#41 Re: Re: .......2013-02-02 10:54ჰესებთან მისასვლელი გზა? და აქამდე ადგილობრივი მოსახლეობა როგორ გადაადგილდებოდა? ჰესი უნდა ავაშენოთ იმისათვის, რომ ჰესის აშენებას გზის აშენება მოყვება?? თქვენი წარმოდგენები ენერგეტიკის განვითარების გზებზე ძალიან შეზღუდულია |
Nino Gujaraidze |
#42 Re: Re:2013-02-02 10:54კი, მაგრამ იცით რამდენი ადამიანის მეთვალყურეობა სჭირდება ჰესის მუშაობას? რამდენი ადამიანი შეიძლება იქ მუშაობდეს საბოლოოდ? ეს ჰესები მაქსიმუმ 20 წელი იარსებებს და გარემო სამუდამოდ უნდა მოისპოს და პრობლემები და საფრთხე კი უამრავ ადამიანს შეიძლება შეექმნას (და პირველ რიგში იქ დასაქმებულ ადამაინებს) ჰესების გამო წარმოქმნილი ღვარცოფების შედეგად და არამარტო... |
guest |
#44 Re: Re:2013-02-02 11:00და ამიტომ ჩვენც იგივე გზა უნდა გავიაროთ?! შეცდომებზე ისწავლეთო - არ გაგიგიათ? :) |
Guest |
#45 Re: Re: Re:2013-02-02 11:07#42: Nino Gujaraidze - Re: Re: ღვარცოფები იქნებაო რომ აცხადებთ ჰესების მშენებლობის გამო, ამ დასკვნასდ და განცხადებას რაზე დაყრდნობით აკეთებთ? გამოთვლები გაქვთ სპეციალისტების, თქვენ თვითონ ძრანდებით სპეციალისტი თუ უბრალოდ წინათგრძნობის ამბავია? თუ ჰესის პროექტი კარგია და სანდოა და საერთაშორისო სტანდარტისაა, სადაა პრობლემა? რატომ ვაშინებთ ღვარცოფებით და სტიქიური უბედურებებით ხალხს? ევროპა მაშინ ღვარცოფებს უნდა მიჰქონდეს. შვეიცარია აიღეთ მაგალითად. აითვისეს ყველაფერი და რავიცი ძალიან კარგად ცხოვრობენ. |
Guest |
#46 Re: Re: Re:2013-02-02 11:09სამწუხაროდ, გრანდიოზული ფინანსების არ ქონის გამო, იგივე გზის გავლა მოგვიწევს, საკითხავი ისაა ეს მალე მოხდება, თუ გვიან??? თუ ჩაიშლება ჰესების მშენებლობა გვიან გავივლით ამ ეტაპს, ხოლო თუ არა მაშინ უფრო მალე. რაც შეეხება ალტერნატიულ ენერგიას, საქართველოში ჯერ ეგ ზღაპარია. ხოლო თუ ვინმე არ მეთანხმება თქვას რომელი ალტერნატიული გზა??? |
Guest |
#47 Re: Re:2013-02-02 11:20დემაგოგიის მსხვერპლი ნამდვილად არ გახლავართ. და ასეთ შეფასებას არ ვიმსახურებ, მარტო იმიტომ რომ თქვენს მოსაზრებას არ ვეთანხმები. მე ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ უბრალოდ. მოდით დავუშვათ, რომ ჯიბეს ისქელებენ, (თუმცა ეს ხომ ჩვეულებრივი ბიზნესია, რომელმაც როგორც ბიზნესმენს ისე საზოგადოებას უნდა მოუტანოს სარგებელი), ისიც დავუშვათ, რომ მეორე მხარეს, როცა ამდენს ყვირიან, ესენიც თავისი სამსახურის, და როგორც თქვენ აღნიშნეთ, "ჯიბის გასქელების" საქმეს ემსახურებიან. |
Nino Gujaraidze |
#48 Re: Re: Re: Re:2013-02-02 11:24ეგებ შევეშვათ თეორიებით მსჯელობას და შვეიცარიის მაგალითებით აპელიტრებას. შვეიცარიასთან რაიმე მაინც უნდა გვქონდეს მსგავსი ან საერთო, რომ ამ ქვეყნის მაგალითი გამოსადეგი აღმოჩნდეს ჩვენთვის. ღვარცოფებზე კი შვეიცარიის მსგავსად პასუხისმგებლიანი მოქალაქეები რომ გვყავდეს, ყველას ეცოდინებოდა, რომ თავად პროექტის დოკუმენტებში უწერია მშენებელ კომპანის ამ საფრთხეზე. და ისიც გვეცოდინებოდა, რომ ერთადერთი გარანტია იმისა, რომ რომ ეს საფრთხე რეალობად არ იქცევა არის ჰესის მფლობელი კომპანიის "ყურადღება". დააკვირდება თურმე კომპანია და გეოლოგიური გართულებების წარმოქმნის შემთხვევებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. |
Guest |
#49 Re: Re: Re:2013-02-02 11:27"ეს ხომ ჩვეულებრივი ბიზნესია, რომელმაც როგორც ბიზნესმენს ისე საზოგადოებას უნდა მოუტანოს სარგებელი", თქვენ საქართველოში ცხოვრობთ??? |
guest |
#50 Re: Re: Re:2013-02-02 11:32მანანა, ამ დასკვნებშიც ცდებით, ჩემი აზრით რა თქმა უნდა. ესეც ჩემი აზრია - მცდარი დასკვნებს ინფორმაციის, ცოდნის ნაკლებობა იწვევს. ასე რომ კვლავ გირჩევთ, წაიკითხოთ ხელშეკრულებები და სარგებელზე მერე გააკეთოთ დასკვნები |
|
თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს- მიმართვა სალომე ზურაბიშვილს
რამე ცვლილების სურვილი გაქვს?
ცვლილება სიჩუმით არ ხდება. ამ პეტიციის ავტორმა გამოიჩინა სიმტკიცე და იმოქმედა. იგივეს გააკეთებთ? შექმენით პეტიცია და დაიწყეთ სოციალური მოძრაობა
დაიწყე საკუთარი პეტიციამიერ დაინტერესებული სხვა პეტიციები!
ცისტური ფიბროზის მედიკამენტი Trikafta
2578 შექმნილია: 2024-10-18
თსუ ახალგაზრდა მეცნიერების, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მხარდასაჭერად
2255 შექმნილია: 2024-01-25
მოვითხოვთ, შეიქმნას სააბონემენტო სისტემა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებისთვის
1003 შექმნილია: 2024-03-24
მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის
612 შექმნილია: 2024-05-15
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების განცხადება
505 შექმნილია: 2024-12-01
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერთა და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის მიმართვა მმართველ გუნდს
304 შექმნილია: 2024-04-09
მოვითხოვთ მე-15 საჯარო სკოლის აღდგენას
294 შექმნილია: 2024-08-10
მამუკა გაწერელიას გადასარჩენად!
249 შექმნილია: 2024-02-28
პეტიცია ევროპისთვის.მედიცინა.Petition for Europe. Medicine
239 შექმნილია: 2024-12-04
გაფიცვა GAHS-ში
238 შექმნილია: 2024-12-01
შეიცვალოს ფოთი თბილისის სამგზავრო ამორტიზირებული მატარებელი
228 შექმნილია: 2024-05-29
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა განცხადება
121 შექმნილია: 2024-12-01
სტუდენტების მოთხოვნები სამხატვროს აკადემიას
89 შექმნილია: 2024-05-21
სოლიდარობა ქალბატონ ქეთევან ქუთათელაძეს
81 შექმნილია: 2024-07-21
ვეტკლინიკის გახსნა წალკაში
55 შექმნილია: 2024-06-11
გაგრძელდეს ონლაინ სწავლება თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში
51 შექმნილია: 2024-12-15
დაუბრუნდეს თამარ გუდავა კულტურის სამინისტროს!
47 შექმნილია: 2024-03-06
დაბრუნდეს ეშტონა დედა ენის სცენაზე
35 შექმნილია: 2024-03-15
თსუ-ს მე-11 კორპუსში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და დიპლომის სამართლებრივი სტატუსის აღდგენის მოთხოვნა
34 შექმნილია: 2024-12-14
ჩხორიის თეატრს ეწოდოს მურმან შეროზიას სახელობის თეატრი
22 შექმნილია: 2024-12-25