ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად

Nino Gujaraidze

/ #48 Re: Re: Re: Re:

2013-02-02 11:24

#45: - Re: Re: Re:

ეგებ შევეშვათ თეორიებით მსჯელობას და შვეიცარიის მაგალითებით აპელიტრებას. შვეიცარიასთან რაიმე მაინც უნდა გვქონდეს მსგავსი ან საერთო, რომ ამ ქვეყნის მაგალითი გამოსადეგი აღმოჩნდეს ჩვენთვის. ღვარცოფებზე კი შვეიცარიის მსგავსად პასუხისმგებლიანი მოქალაქეები რომ გვყავდეს, ყველას ეცოდინებოდა, რომ თავად პროექტის დოკუმენტებში უწერია მშენებელ კომპანის ამ საფრთხეზე. და ისიც გვეცოდინებოდა, რომ ერთადერთი გარანტია იმისა, რომ რომ ეს საფრთხე რეალობად არ იქცევა არის ჰესის მფლობელი კომპანიის "ყურადღება". დააკვირდება თურმე კომპანია და გეოლოგიური გართულებების წარმოქმნის შემთხვევებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.