ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად

ირაკლი მ.

/ #91

2013-02-02 14:51

მე პროფესიით ბიოლოგი ვარ, ბიოლოგიის ფაკუტეტი დავამთავრე ზოოლოგიის სპეციალობით. დისერტაცია დაცული მაქვს ზოოლოგიაში/ეკოლოგიაში. ვასწავლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გარემოს დაცვისა და კონსერვაციული ბიოლოგიის საკითხებს. არ მიმაჩნია, რომ ჩემი თვალსაზრისი ყოველთვის სწორია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამისათვის კონტრარგუმენტიც უნდა არსებობდეს, რომელსაც სიამოვნებით მოვისმენ.