პეტიცია საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროსთვის სტატუსის აღდგენაზე

Quoted post


Guest

#35

2013-08-02 07:16

ჯერ გავერკვეთ არის კი ძეგლი? ამ გაურკვეველი ობიექტის შენარჩუნების გამო არ ღირს ათასობით ადამიანის უმუშევრად დატოვება და ხელს რომ ვაწერთ საკუთარი თავი წარმოვიდგინოთ ასე უმიზეზოდ რომ დაგვტოვოს ვინმემ უმუშევარი!!!

Replies


Guest

#48 Re:

2013-08-09 15:27:46

#35: -

რას ნიშნავს გაურკვეველი ობიექტი?  ამ ხალხს, რომლსაც თქვენი თქმით უმუშევრობა ემუქრება, 5 წლის შემდეგ უმუშევრობასთან ერთად იქ ცხოვრების საშუალებაც კი აღარ ექნება! ისე იცით რა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი?  სხვა ძეგლებიც, ხომ არ გაეყიდა სახელმწიფოს, რომ უფრო მეტი ხალხი დაესაქმებინა?

ნოდარი

#78 Re:

2013-08-28 18:40:05

#35: - თქვენი სახელი შეიძლება? :) ჯერ ერთი სულ რომ ქვის სამტეხლო იყოს მისი მნიშვნელობა ამით არ კნინდება რომ 5000 წლის უკან აქ რამეს მოიპოვებდნენ. და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანია,,, კვარციტი და ამჟამად რმჯ. წამლავს მთლიანად ქვემო ქართლს და  კონკრეტულად მაშავერას. ამის გამო საერთოდ გადასახედია მისი მოქმედება. ამასთანავე თუ ეს ადგილი ოქროს არ შეიცავს რატომ არის თქვენთვის მისი ათვისება ასე მნიშვნელოვანი ?