მოვითხოვთ თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების ზომების შექმნას
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკატასტროფის რეალური საფრთხის წინაშეა, რაც იქ შესაძლებელია მოუწესრიგებელი ასაფრენი ზოლისა და არაკვალიფიციური ავიადისპეჩერების საქმიანობის გამო მოხდეს. როგორც გაზეთ "პრაიმ ტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუდან ვიგებთ, აღნიშნული პრობლემების გამო კომპანია "აირზენამ" შესაძლოა, ფრენები შეაჩეროს. აღნიშნული კომპანია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები. ცოტა ხნის წინ თბილისის აეროპორტი რამდენიმე სერიოზულ ავიაკატასტროფას გადაურჩა. ორი საჰაერო ხომალდის შეჯახების საფრთხე შეიქმნა.
თამაზ გაიაშვილის თქმით, ავიამეთვალყურეების კუთხით რთული მდგომარეობაა შექმნილი ავიასადისპეჩერო სამსახურში და აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე. წინა ხელისუფლებამ 80% პროფესიონალი ავიადისპეჩერები დილეტანტებით ჩაანაცვლა. ამ დარგის სპეციალისტების მომზადება ერთ წელიწადში და ხუთ თვეში არ ხდება. ამ ხალხს კი, რეალურად, რამდენიმეთვიანი კურსები გაატარეს და ყველაზე საპასუხისმგებლო ადგილებზე დასვეს. წარმოგიდგენიათ, ეს ის ხალხია, რომელთა უმეტესობას საავიაციო განათლება არა აქვს. ეს კი, მოგეხსენებათ, არის ადგილი, სადაც ნებისმიერი გადაცდომა საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს. ქართული ავიასივრცე, ორჯერ, საშინელ კატასტროფას შემთხვევით გადაურჩა. ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ორი ლაინერი ერთსა და იმავე წერტილში მოძრაობდა. რომ არა შესაბამისი ტექნიკა, რომლითაც თვითმფრინავებია აღჭურვილი, პრეზიდენტის მიერ საგანგებოდ ნაქები ქართველი ავიადისპეჩერების იმედზე კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა.
გაიაშვილი მოითხოვს, სასწრაფოდ შეცერდეს ღამის ფრენებიც, რადგანა ღამე მეტად იზრდება რისკ-ფაქტორი საავიაციო უსაფრთხოების კუთხით. რადგან, სერიოზული პრობლემის შემთხვევაში, თვითმფრინავები უსაფრთხოდ ვერ გაჩერდებიან.
ამ საკითხებზე რამდენიმე თვის წინ გაზეთი "ყველა სიახლეც" წერდა, როდესაც ქართული ავიაციის ვეტერანები ავიაციაში საჭირბოროტო საკითხებს განიხილავდნენ.
თეიმურაზ მურვანიძე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტთა პროფკავშირის თავმჯდომარე:
- საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციამ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად საქართველოს 107 შენიშვნა გამოუგზავნა, საქართველოს მთავრობამ კი არც ერთი არ გამოასწორა. ძირითადი პრობლემა დაზიანებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკია და აფრენა-დაფრენისას, შესაძლოა, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადოს... ბილიკის მოსაწესრიგებლად საჭიროა აეროპორტის დახურვა, მაგრამ მეორე ასაფრენი ბილიკი არ გვაქვს. ამიტომ, ჯერ მეორე უნდა აშენდეს და შემდეგ დაიწყოს მისი მოწესრიგება. ქართულ ავიაციაში არ გვაქვს კატასტროფების შემთხვევაში სწრაფი რეაგირების სამსახური...
რაც შეეხება თვითმფრინავების მდგომარეობას, მეტ-ნაკლებად ნორმალურია, ვინაიდან ისინი უცხოური კომპანიისგან იჯარითაა აღებული, რომლის წარმომადგენელიც პერიოდულად ჩამოდის და ტექნიკურად ამოწმებს. ვავიაციის ვეტერანებს ქუთაისის, ბათუმისა და მესტიის აეროპორტებზეც აქვთ მოსაზრებები და არგუმენტები: ქუთაისის აეროპორტი სარეზერვოა, მსგავსი რამ ყველა ქვეყანას აქვს. თუ თვითმფრინავი თბილისში ვერ დაფრინდება, პილოტს შეუძლია, ქუთაისში დასვას ხომალდი. ქუთაისის აეროპორტი რომ დაიტვირთოს და მთავარ აეროპორტად იქცეს, სწორი არ იქნება.... ბათუმის აეროპორტს მდებარეობის პრობლემა აქვს. თვითმფრინავის აფრენა-დაშვებისას, ქარის სიჩქარე უნდა იყოს 5 მეტრი წამში. თუმცა ეს ნორმა მუდმივად დარღვეულია. თვითმფრინავებს სულ ქარის საწინააღმდეგოდ უწევთ დაშვება და ესეც ერთ-ერთი რისკფაქტორია... მესტიისა და ზუგდიდის აეროპორტებმა კი საერთოდ ვერ იმუშავეს, რადგან დღეში 4 ან 5 მგზავრი ჰყავდათ.
საქართველოს საქაერონავიგაციაში ამ პრეტენზიებსა და კონკრეტულად "აირზენას" დირექტორისას არ იზიარებენ, თუმცა ადასტურებენ, რამდენიმე კვირის წინ მომხდარ ფაქტს
Rostomashvili Nino დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.
განცხადება ამ ვებგვერდის ადმინისტრატორისგანჩვენ დავხურეთ ეს პეტიცია და წავშალეთ ხელისმომწერთა პერსონალური ინფორმაცია.„ევროპული კავშირის პერსონალური მონაცემების დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) მოითხოვს კანონიერ საფუძველს პერსონალური ინფორმაციის შესანახად და რომ ინფორმაცია შენახული იყოს ყველაზე მოკლე დროში.“ |