საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის და სამეცნიერო დაწესებულებების მეცნიერ-მკვლევრების ღია წერილი საქართველოს მთავრობას

drosha2.jpegსაქართველოს უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის და სამეცნიერო დაწესებულებების მეცნიერ-მკვლევრების ღია წერილი საქართველოს მთავრობას  

საქართველოში მომუშავე მეცნიერები და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და, განსაკუთრებით, ჩვენი ახალგაზრდების წინაშე, რადგან ქვეყანა და მისი მომავალი სწორედ მათზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამიტომ დღეს, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიისა და წარმოებული ომის პირობებში, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, მოგმართოთ.   საქართველოსა და მოლდოვას უკვე გადაეცა ევროკავშირის წევრობისათვის განაცხადის კითხვარი. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებით ახლა უნდა იაქტიუროს და ყველა დონეზე  წარმოჩნდეს არა უბრალოდ, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მსურველი, არამედ როგორც ქვეყანა, რომელმაც თავისი წარსულით აჩვენა და კვლავ უნდა აჩვენებდეს ქვეყნის მტკიცე და განუხრელ მისწრაფებას ევროკავშირში ინტეგრაციისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრიანებისაკენ.   აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა, დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა, მუდამ მხარს უჭერს ამ მისწრაფებას. ეს დასტურდება 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებული პლებისციტით, რომლის დროსაც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. მოსახლეობის ეს ნება და სურვილი ასევე ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში.   ამას გარდა, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ბოლო წლებში თავისი ბრძოლებით განუზომლად დიდი საფასური გაიღო.  აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში საქართველოსათვის მებრძოლები წინ აღუდგნენ რუსეთის აგრესიას, ისინი იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებასა და ერთიანობას, საქართველოს მისწრაფებას, გამხდარიყო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.   საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი. ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია, იმოქმედოს ევროკავშირსა და ნატოს ალიანსში გასაერთიანებლად.   მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა პროცედურის გავლას. ამას გარდა, აქტიური ქმედებებია საჭირო დიპლომატიურ ასპარეზზე. მასში ჩართული უნდა იყვნენ სამინისტროები, დიპლომატიური კორპუსი და ყველა საჭირო სახელმწიფო სტრუქტურა. ეს ქმედებები უნდა იყოს არა პასიური და დაგვიანებული, არამედ, პირიქით, აქტიური და მკვეთრად გამოხატული.     რუსეთის უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა არის არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სასტიკი ომი, არამედ ესაა შეტევა მთელ ცივილიზებულ სამყაროზე და მისი მომავლისთვის შექმნილი საფრთხე.   აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად გაააქტიურონ კოორდინაცია ევროპის ქვეყნებთან, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის მთავრობასთან, ვინაიდან დღეს სწორედ უკრაინაში წყდება ცივილიზებული სამყაროს ბედი. მოგიწოდებთ უკრაინაში საქმიანი და აქტიური ვიზიტებისკენ მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუდამ იდგნენ უკრაინის გვერდით, ისევე, როგორც ამას გამოხატავს საქართველოს მოსახლეობა თავისი ერთსულოვნებით, ჰუმანიტარული და მორალური მხარდაჭერით უკრაინის მიმართ, ისევე, როგორც ამას აკეთებენ საქართველოდან უკრაინაში ჩასული და იქ მებრძოლი გმირი ქართველები.   გვჯერა და მტკიცედ გვწამს, რომ ომი უკრაინის უპირობო გამარჯვებით დასრულდება. იმის წარმოდგენაც კი შემზარავია, რომ გაუაზრებელი თუ პასიური ქმედებებით ჩვენი ქვეყანა სრულიად სხვა და გაუგებარ მხარეს აღმოჩნდეს. ასეთ არჩევანს არც ისტორიულად და არც ზნეობრივად არ აქვს პერსპექტივა, ასეთ მომავალს საქართველოს მოსახლეობა არ იმსახურებს.  

ხელმომწერები:

ზაზა ოსმანოვი, პროფესორი, ფიზიკის სკოლის ასოცირებული დეკანი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

ზურაბ თავართქილაძე, ასოც. პროფესორი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გია მაჩაბელი, პროფ. ემერიტუსი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი ბედინეიშვილი, პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

თეკლე გურიელიძე, ბიზნესის სკოლის ასოცირებული დეკანი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

თინათინ ქაროსანიძე, პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

გიორგი კაციტაძე, პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დირექტორი

ანა მგელაძე, პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

დავით გაბელაია, ასოც. პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, თსუ ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი (უფროსი მეცნიერი)

ზაზა მეტრეველი, პროფესორი, ფიზიკოსი, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

ნინა კულიკოვა, პროფესორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის თანადირექტორი

გიორგი დალაქიშვილი, ასოც. პროფესორი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჯუანშერ ჩქარეული, პროფ. ემერიტუსი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ანდრია როგავა, ასოც. პროფესორი,, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზურაბ კეპულაძე, მკვლევარი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მანანა სვანიძე, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი (თსუ)

გიორგი მუმლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლ. ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტის სწავლული მდივანი

ნინო წერეთელი, სეისმოლოგიის სეისმური საშიშროების და კატატროფების რისკის სექტორის ხელმძღვანელი, გეოფიზიკის ინსტიტუტი, თსუ

რამაზ ხომერიკი, ასოც. პროფესორი, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

რინა პოპიაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების , არქიტექტურის და დიზაინის სკოლის დეკანი

ია ფიფია, პროფესორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი

ნიკოლოზ ალექსიძე, პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანი

სიმონ წერეთელი, პროფ. ემერიტუსი, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

არჩილ მეტრეველი, ასოც. პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი, ამავე უნივერსიტეტის რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი

ალექსი მესტვირიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, აიოვას უნივერსიტეტის და ბირთვული კვლევების ევროპულლი ორგანიზაციის უფროსი მეცნ. თანამშრომელი

მაია ზარანდია, ასისტ. პროფესორი, თსსუ

თინათინ კახნიაშვილი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნინო ყოჩიაშვილი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია

ცირა ბარბაქაძე, პროფესორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

გიორგი ჯავახიშვილი, ასოც პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სერგი კაპანაძე, მეცნიერ თანამშრომელი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია

გიორგი ვეშაპიძე, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი ბერიძე, თსუ-ს ალ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი

ლიკა გოქსაძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ინგლისური ენის სწავლების კოორდინატორი

ზაზა ტოკლიკიშვილი, ასისტ. პროფესორი, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

ალექსანდრე მოსიძე, პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

გიორგი ლოთიშვილი, ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა

ბიძინა კაპანაძე, ასოც. პროფესორი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; უფრ. მეცნიერ თანამშრომელი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია

თეკლა ჯამრულიძე, ასისტ. პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი

მერაბ გოგბერაშვილი, ასოც. პროფესორი, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

გოჩა ბარნოვი, პროფესორი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

თეიმურაზ ბუაძე, პროფესორი, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

ირაკლი ჯავახიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

თამაზ გაბისონია, ასოც. პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მაია თოდუა, ასოც. პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკა ჭყოიძე, ასოც. პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიძინა შერგელაშვილი, ასოც. პროფესორი, გამოთვლითი ჰელიო კვლევების ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია

გიორგი მელიქიძე, პროფესორი, ზიელონა გურას უნივერსიტეტი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია

იაგორ კალანდაძე, პროფესორი, მედიცინის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნინო გაჩეჩილაძე, ასოც. პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ

რევაზ გრიგოლია, ასოც. პროფესორი, თსუ, კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი

ზაზა თევდორაძე, პროფესორი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, თსუ

ნატალია ლომაძე, ლექტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

ზურაბ ადამია, ასოც. პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი

გიორგი მელაშვილი, პროფესორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

ზაზა გელაშვილი, ასისტ. პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

ბესარიონ ლასარეიშვილი, ასოც. პროფესორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

ბადრი გელტაშვილი, ლექტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

ავთანდილ ჯოხაძე, ასოც. პროფესორი, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

დავით ხაჩიძე, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი (თსუ)

ნანა ბოჭორიშვილი, ლექტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი

ქეთევან გიგაშვილი, პროფესორი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილია თავხელიძე, ასოც. პროფესორი, თსუ

გიორგი გოცირიძე, პროფესორი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გვანცა მჭედლიძე, მეცნიერ-მკვლევარი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი

ლადო სამუშია, ასოც. პროფესორი, კანზასის უნივერსიტეტი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია

თემურ ჩილაჩავა, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

ციცინო ფარულავა, ასოც. პროფესორი, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია

ლია წულაძე, ასოც. პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ

თეო ურუშაძე, პროფესორი, აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლის დეკანი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

ამირან ამბროლაძე, პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი სკოლის დირექტორი

ჯუანშერ ჯეჯელავა, ასოც. პროფესორი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ამირან ხევცურიანი, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ამირან ხევცურიანი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი; უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თსუ ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი

გია გიორგაძე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლ. ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტი

მაია გორგოშიძე, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი (თსუ)

მაკა შენგელია, ლექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 

რუსუდან მირცხულავა, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მალხაზ ბერეჟიანი, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ჯანო მარხულია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლ. ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი

დავით თარხნიშვილი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მარი მურცხვალაძე, ასოც. პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკა ლეფსვერიძე, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნათია ბარათელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი

თამარ ჭელიძე, ასოც. პროფესორი, თსუ

თორნიკე ჭაბუკიანი, დოქტორანტი, თსუ

გიორგი მუსხელიშვილი, პროფესორი,  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

დათო ქურიძე, მკვლევარი, ლექტორი, აბერისტვისის უნივერისტეტი, აბასთუმნის ობსერვატორია

გიორგი მჭედლიშვილი, ასოც. პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გია ავალიშვილი, ასოც. პროფესორი, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

ზურაბი კეპულაძე, მკვლევარი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი ჯორჯაძე, პროფესორი, მთავარი მეცნიერი, რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

თამარ ბჟალავა, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

თამარ გიორგაძე, მეცნიერ თანამშრომელი, ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი (თსუ)

ირინე ხუციშვილი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი (თსუ)

დიანა ლეჟავა, მოწვეული ლექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 

ტრისტანი ჯინჭარაძე, პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ Zaza Osmanov შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...